შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე! – საია შსს-ს მიმართავს

“შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე!” – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო, აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქმის წარმოების დაწყებას გამოეხმაურა და  შსს-ს მოუწოდებს, რომ ამ საქმის წარმოება შეწყვიტოს.

საია მიიჩნევს, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ ფეისბუქ-კომენტარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, ამ საქმეზე დაწყებული წარმოება შეწყვიტოს და კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისგან თავი შეიკავოს. შსს-ს მიერ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის საბაბით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა შემაშფოთებელ პრაქტიკად იქცა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, მწვავე პოლიტიკური გამოხატვის დასჯასა და მსუსხავი ეფექტის შექმნას ისახავს მიზნად. სიახლე არ არის, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დადგენილ სტანდარტებს, მათ შორის, არ ითვალისწინებს გამოხატვის მნიშვნელობას საჯარო დისკუსიაში, არ აფასებს ჩარევის აუცილებლობასა და პროპორციულობას.თორნიკე რაზმაძის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაგალითია. ამასთან, ეს შემთხვევა განსაკუთრებით ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს კომენტარის კონტექსტს და საჯარო დისკუსიაში მის მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში, მსუსხავი ეფექტის შექმნის სამიზნე, მათ შორის, კრემლის ანტიქართული პროპაგანდისადმი კრიტიკული გამოხატვაც ხდება.[…] გასათვალისწინებელია, რომ ვულგარულ გამოხატვას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვავონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან”. – წერს ორგანიზაცია.

შსს აცხადებს, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმე facebook-ზე ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფის გამო აღძრეს.თავად რაზმაძე კი ამბობს, რომ შსს მას facebook-ზე კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის გინებას ედავება.

“არ დაიჯერებთ, რის გამო აღმიძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რომ ან დამაპატიმრონ, ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. უწყება დღეს მივიღე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება იმას, რომ რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანსა და ვლადიმირ სოლოვიოვს რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო.

საქმე ეხება აგვისტოში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ვაჩვენებ, რუსი პროპაგანდისტები, მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმირ სოლოვიოვი თავიანთ ერთ-ერთ ეთერში როგორ ღლიცინებენ და საუბრობენ იმაზე, რომ როგორც ერეკლე II მოვიდა მუხლებზე ფორთხვით და შეგვეხვეწა, ჩვენი მფარველობის ქვეშ მიგვეღოო, ყოველთვის ასე მოვლენ სხვა ქართველებიც მომავალში და მუხლებზე დამდგარი შეგვეხვეწებიან, რომ ისევ მფარველობა გავუწიოთო – ამაზე ჩემი კომენტარი იყო “ნა კალენიახ” თქვენი დედაც-მეთქი. სასამართლო 29 სექტემბერს ჩაინიშნა”. – ამბობს თორნიკე რაზმაძე.

პოპულარული

კაბარდინო-ბალყარეთში ზვავს 11 ალპინისტი ემსხვერპლა. ექვსი დაკარგულია

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, კაბარდინო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, მთაზე მიჟირგზე ჩამოწოლილი ზვავის...

ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50...

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს: ლონდონი ФСБ-ს ბრალდებებს სკეპტიკურად ხვდება

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოფიციალურად განაცხადა მოსკოვში დიდი...

აშშ-ში შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციები გადადონ

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთურ“ სანქციებს მხარს უჭერენ,...

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული...

ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი - მე-6 წერილი ციხიდან. პატიმრობაში მყოფი...

ანტიამერიკული „ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა – ჯო უილსონი

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში...

ყველა ამბავი

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა 2025 წლის დეკემბერში,...

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს: ლონდონი ФСБ-ს ბრალდებებს სკეპტიკურად ხვდება

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოფიციალურად განაცხადა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი დაცვის თანამშრომლის დაკავების შესახებ.უწყების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე...

ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილს დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, იმიტომ, რომ ის იყო მისი შეყვარებული – პროკურორი

ნია იმნაძე, მის შეყვარებულს დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება  - ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრმა...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის...

იოსელიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს...

თბილისში, სამალავიდან, ნახევარ კგ-ზე მეტი კოკაინი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის...

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას...

ომის დამნაშავეები არიან! რუსეთის კანონებით გასამართლდებიან! – ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართულ ლეგონს, "ომის დამნაშავეები უწოდა" და აღნიშნა, რომ ისინი პასუხს...

მაგთის Mesh Wi-Fi-ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში

მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს, რაც მკვეთრად აუმჯობესებს სახლისა და ოფისის ინტერნეტის ხარისხსა და სტაბილურობას.დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავს ოსლოსკენ გადაფრენისას კინაღამ დრონი დაეჯახა — ნორვეგიის პრემიერი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მეუღლის თვითმფრინავს მოლდოვიდან ოსლოში გადაფრენისას დრონი...

უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის არქტიკულ რეგიონს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად შეუტიეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს, განაცხადა ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, რეგიონის გუბერნატორმა დმიტრი არტიუხოვმა. სწორედ ამ...