გერმანიაში ბენზინის ფასების შესამცირებლად გადაუდებელი ზომებს მიღებაზე ფიქრობენ

გერმანიის მმართველ კოალიციაში ავტომობილების მფლობელებზე მაღალი საწვავის ფასებით გამოწვეული ფინანსური ტვირთის შესამცირებლად საგანგებო ზომების შემოღების შეთავაზებით გამოდიან. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს 1 ოქტომბრიდან ბენზინსა და დიზელზე დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირება, განაცხადა ბუნდესტაგში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ფრაქციის ლიდერმა თორსტენ ფრაიმ ოთხშაბათს, 16 სექტემბერს.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასების ზრდასთან ერთად, დღგ-ის საშუალებით სახელმწიფოს შემოსავლებიც იზრდება. „ამიტომ ლოგიკური იქნებოდა ამ თანხის ნაწილი მოქალაქეებისთვის დაგვებრუნებინა და დღგ 19%-ის ნაცვლად 7%-იანი განაკვეთით აგვეღო“, — მიიჩნევს ბუნდესტაგში კონსერვატორების ლიდერი.

მისი თქმით, ამისთვის დამატებითი დაფინანსების წყაროების მოძიება საჭირო არ იქნება, რადგან სახელმწიფო გადასახადის გადამხდელებს უბრალოდ დაუბრუნებს დღგ-ის ზრდით მიღებული დამატებითი შემოსავლების ნაწილს. თუმცა გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ საწვავის გაძვირებას საგადასახადო შემოსავლების ზრდა არ მოჰყოლია.

ალტერნატივა -„საწვავის ფასდაკლების“ დაბრუნება

ფრაის თქმით, ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება იყოს „საწვავის ფასდაკლების“ დაბრუნება, რომელიც მმართველმა კოალიციამ აპრილის ბოლოს, ირანში ომის დაწყების შემდეგ საწვავის გაძვირების გამო შემოიღო და 1 მაისიდან 30 ივნისამდე მოქმედებდა.

რადგან ახლო აღმოსავლეთში ვითარების სწრაფ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ, გერმანიის ხელისუფლება საწვავის ფასების ფორმირებაში უნდა ჩაერიოს – მიიჩნევს CDU/CSU-ს ფრაქციის ლიდერი. მისი თქმით, საჭიროა განხილვა, „როგორ ამოქმედდეს გადაუდებელი ზომები 1 ოქტომბრიდან“. მან გაიხსენა გასულ გაზაფხულზე ავტომობილების მფლობელებისთვის დაწესებული მოკლევადიანი შეღავათებიც და დასძინა, რომ დაუყოვნებელი მოქმედება ახლაც აუცილებელია.

მერცი საწვავის ფასების შესამცირებელი ზომების განხილვის პირობას დებს

მანამდე გერმანიის მმართველი კოალიცია მაღალი ხარჯების გამო საწვავზე ფასდაკლების ხელახლა შემოღების იდეას უარყოფდა. 15 სექტემბერს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ მაღალი საწვავის ფასებით გამოწვეული ფინანსური ტვირთის შესამცირებლად ზომებს მიიღებს.

მისი თქმით, მთავრობა „განიხილავს გადასახადებისა და მოსაკრებლების საკითხს“, რომლებიც საწვავის ღირებულებას ზრდის. მერცის განცხადებით, შესაბამისი წინადადება „ძალიან, ძალიან მალე“ უნდა გამოჩნდეს.

პოპულარული

თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება – ბარაკ ობამა ტრამპის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თეთრი სახლი...

პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის...

ამაზონიის ტყეების ქვეშ უძველესი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს

ამაზონის ტროპიკული ტყეების ქვეშ, დიდი მდინარეებიდან მოშორებით, მეცნიერებმა ასობით...

“ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკი შეაქო და აღნიშნა,...

მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია – გახარია პარტიების აკრძალვაზე

"მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია" -  ასე აფასებს, პარტია "გახარია-საქართველოსთვის"...

სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს – სააკაშვილი

"სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს,...

“მსჯავრდებულის დას 110 000 მოსთხოვა” – თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი...

ყველა ამბავი

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს.ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება – შიო III

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს  - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...

5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა დამცველებზე

"5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია" -  განაცხადა  "ქართული ოცნების" მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა დაცველებზე.  ამის შესახებ, მან  ელის...

ბომბის საფრთხის გამო 4 თვითმფრინავი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ავარიულად დაეშვა

ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა , - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების...

ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია – ხოშტარია

"ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია" - "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს"მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია!სანამ...

ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, საქართველოს სახელმწიფოა – პაპუაშვილი

ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო,...

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, კოხტაშვილის საექიმო საქმიანობას არაფერი შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ...

თუ ევროპა ომს დაიწყებს, ჩვენი პასუხი განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება – ლავროვი

რუსეთი ევროპასთან არანაირ ომს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა მის ქმედებებს უპასუხოს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.„პრეზიდენტმა...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა, დავით ასათიანმა უკვე შეიტანა."ბერა ივანიშვილის...

TI-ოცნების დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა

23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი — ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი...

“არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ,” – ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით,...

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები: 7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში) - 14₾ 100 წთ (საქართველოში) - 4₾ 60 000 მბ - 23₾ 9...

ათი წელი ხუთის ნაცვლად – ბრიტანეთი იმიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმის გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ლეგალური იმიგრანტების უმრავლესობას მუდმივი...