დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„დასავლელები პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად და უცერემონიოდ ჩარევას ცდილობენ. სამხრეთ კავკასიაში ამის დანახვა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიც შეგვიძლია.[…] როგორც წესი, ამის უკან დასავლელები დგანან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ეკონომიკის მომგებიან სექტორებზე, სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ დერეფნებსა და რესურსებზე საკუთარი კონტროლის შენარჩუნებით“, – აღნიშნა შოიგუმ.


