„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო „წამების ოთახი“ აღმოაჩინა და საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა, მას შემდეგ, რაც ორი მამაკაცი გაათავისუფლა, რომლებსაც, საქმესთან დაახლოებული წყაროების ცნობით, აწამებდნენ. შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად El Español-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი AZ-მაც დაადასტურა.

საქმესთან დაახლოებული წყაროების მიხედვით, განგაში ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლემ ატეხა. როგორც ირკვევა, მაროკოული წარმოშობის მამაკაცმა მას უთხრა, რომ სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხზე ერთ-ერთ სახლში მიდიოდა და სთხოვა, თუ მისგან ახალი ამბავი აღარ ექნებოდა, პოლიციისთვის შეეტყობინებინა. სწორედ ასე მოხდა.

40 წუთზე მეტი ლოდინის შემდეგ ქალმა 091-ზე დარეკა და პოლიციას შეატყობინა. მისამართზე დაუყოვნებლივ გაემართა საპატრულო ეკიპაჟი და ეროვნული პოლიციის ორი თანამშრომელი.

როდესაც სახლიდან არავინ გამოეხმაურათ, პოლიციელებმა ღობეზე გადაძრომა გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს, პოლიციის წყაროების ცნობით, სახლიდან მამაკაცი გამოვიდა, რომელიც „შიშველი იყო“ და „მთელი სხეული სისხლით ჰქონდა დაფარული“.

პოლიციელებმა დამატებითი ძალები გამოიძახეს და სახლში შევიდნენ. შიგნით ნანახი, წყაროების აღწერით, კინოს სცენას ჰგავდა.

მათ აღმოაჩინეს ოთახი, რომელიც მთლიანად პლასტმასით იყო დაფარული, ასევე კიდევ ერთი მამაკაცი — ესპანეთის მოქალაქე — რომელიც სკამზე იყო მიბმული და სხეულზე წამების ნიშნები აღენიშნებოდა.

საბრძოლო იარაღი — აღმოჩენილია ორი AK-47

ოპერაციის დროს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინა, მათ შორის ორი AK-47 ტიპის ავტომატი, ასევე პისტოლეტები.

საქმის სიმძიმის გამო ოპერაციაში ესტეპონასა და მარბელიის სხვადასხვა პოლიციური დანაყოფი ჩაერთო.

მალაგის კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. გამომძიებლები მათ, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედ კრიმინალურ ორგანიზაციას უკავშირებენ.

საქმესთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ორივე მსხვერპლს აღენიშნებოდა დაზიანებები და სხეულზე სისხლის კვალი ჰქონდა. მათი აღმოჩენის დროს ორივე შიშველი იყო.

გამოძიების მთავარი ვერსიით, შემთხვევა შესაძლოა ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.

პოპულარული

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. ტრამპი გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ფედერალური ფონდების საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში 25 საბაზისო პუნქტით —...

ფილიპინებში საქართველოსთან დაკავშირებული სავარაუდო სუროგაციის ტრეფიკინგის სქემა აღკვეთეს

ფილიპინების იმიგრაციის ბიურომ ნინოი აკინოს საერთაშორისო აეროპორტის (NAIA) პირველ...

” ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბავშვებისთვის, განათლებისთვის – ესაა ჩვენი ხელწერა” – ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება" ბათუმში ახალ სკოლას საზეიმოდ ხსნის. ღონისძიებაზე იმყოფებიან...

გაეროში კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც უსმენდნენ – დათუნაშვილი კობახიძის ვიზიტზე

"დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც...

სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება, ივანიშვილის პოლიტიკურ პარანოიაზე მიანიშნებს – გვარამია

" სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან...

CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალეს

მედიასაშუალებებმა CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ შაბათს განაცხადეს, რომ...

უმარ კრემლიოვი ტრამპ უმცროსს ქორწილის ხარჯების დაფარვაში დაეხმარა. ტრამპის შვილი ამას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ეს უბრალოდ საჩუქარი იყო

ამერიკულმა მედიასაშუალებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ ProPublica-მ განაცხადა, რომ აშშ-ის...

ყველა ამბავი

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“: ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მე-7 წერილს ავრცელებს და ცდილობს, საზოგადოებას მის დაკავებასთან და „გადაგდებასთან“ დაკავშირებული დეტალები...

ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს

The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს, მათ შორის იყო სამი არასრულწლოვანი. გაძევებულთა შორის 33 მამაკაცი და...

გაეროში კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც უსმენდნენ – დათუნაშვილი კობახიძის ვიზიტზე

"დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც პროპაგანდისტული მცდელობა, ყველა ჯერზე გაყიდონ ნებისმიერი პროტოკოლური შეხვედრა, ნებისმიერი რიგითი,...

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რონ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ადგილი არ...

ფილიპინებში საქართველოსთან დაკავშირებული სავარაუდო სუროგაციის ტრეფიკინგის სქემა აღკვეთეს

ფილიპინების იმიგრაციის ბიურომ ნინოი აკინოს საერთაშორისო აეროპორტის (NAIA) პირველ ტერმინალში 15 სექტემბერს შეაჩერა და გადაარჩინა ფილიპინელი ქალი, რომელიც ადამიანით...

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ – ნანა სანდერი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ, - ეს განცხადება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.“მთელი თვეების...

მედიაომი თეთრ სახლში: CNN-ი, MS NOW და Politico დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან

ამერიკული მედიასაშუალებები — CNN-ი, MS NOW (ყოფილი MSNBC) და Politico — ერთობლივ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის...

ძარცვა „წებოს ხრიკით“: საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საბერძნეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, რამდენიმეთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, საცხოვრებელი ბინების სერიულ ქურდობაში ბრალდებული კრიმინალური დაჯგუფება გააუვნებელყო. ატიკის რეგიონში...

ოცნების ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მის შვილზე ციხეში ძალადობენ

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ მათ შვილზე, გიორგი დავითაძეზე, რუსთავის ციხეში ბადრაგების მხრიდან ფიზიკური...

ხალხს მანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას მოტყუებით დაჰპირდა – 1 პირს ბრალდება წარედგინა

რუსთავში, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ გამცხადებაში."გამოძიებით დადგინდა,...

კახეთში, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 70 წლამდე კაცი დააკავეს

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.შსს-ს ცნობით, ბრალდებული კაცი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლებით...