Reuters: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

კომპანია „გაზპრომნეფტის“ კუთვნილმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზი 20 სექტემბერს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარებზე გაჩენილი ხანძრები გახდა. ამის შესახებ ორშაბათს, 21 სექტემბერს, Reuters-ი იუწყება, ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაში სამ წყაროზე დაყრდნობით.

20 სექტემბერს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა Telegram-ში დაწერა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შესახებ. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დრონმა „მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიამდე მიაღწია“.

ხანძრები ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარებზე

Reuters-ის წყაროების თქმით, დრონების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარზე გაჩნდა. მოწყობილობების შეკეთებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის „გაზპრომნეფტს“ ჟურნალისტების კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ ჰქონდა გაცემული.

Reuters-ის ცნობით, ქარხნის AVT-6 პირველადი გადამუშავების ბლოკის წარმადობა დღე-ღამეში 21 400 მეტრიკული ტონა ნედლეულია, რაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მთლიანი სიმძლავრის 53%-ს შეადგენს. EURO+ პირველადი გადამუშავების კომბინირებული დანადგარის წარმადობა კი დღე-ღამეში 18 800 ტონაა — ანუ დარჩენილი 47%.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 21 სექტემბრიდან მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიები სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო-ნედლეულის ბირჟაზე გასაყიდად აღარ გამოუტანიათ.

უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერება

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე პირველად არ გამხდარა. 18 ივნისის ღამეს განხორციელებული დარტყმის შემდეგაც ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

როგორც The Moscow Times აღნიშნავს, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის ათ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს შორისაა, სექტემბერში მეხუთე ქარხანა გახდა, რომელმაც უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების გამო საწვავის წარმოება შეაჩერა.

„მანამდე მუშაობა შეაჩერა კიდევ ორმა მსხვილმა ქარხანამ, რომლებიც დედაქალაქის რეგიონს ამარაგებენ — „იაროსლავნეფტეორგსინთეზმა“ 17 სექტემბერს და „როსნეფტის“ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ — 6 სექტემბერს. გარდა ამისა, 11 და 15 სექტემბერს, შესაბამისად, გაჩერდა „როსნეფტის“ სიზრანისა და სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომელთა საერთო წლიური სიმძლავრე 15 მილიონ ტონას აღემატება“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

პოპულარული

ვიცოდით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა – ანდრია ჯაღმაიძე

"ვიცოდით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა"...

აცტეკური ხელნაწერი ორი საუკუნის შემდეგ მექსიკაში დააბრუნეს – თუმცა დროებით

Azcatitlan-ის კოდექსი — იშვიათი და განსაკუთრებით ღირებული ხელნაწერი, რომელიც...

ჩამოდით, იარეთ ჩვენს რესტორნებში, შეადარეთ სად უფრ გემრიელია ქართული სამზარეულო, მოსკოვში თუ თბილიში -ზახაროვა

"ჩამოდით, იარეთ ჩვენს რესტორნებში, შეადარეთ სად უფრ გემრიელია ქართული...

ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების...

გერმანიაში ბენზინის ფასების შესამცირებლად გადაუდებელი ზომებს მიღებაზე ფიქრობენ

გერმანიის მმართველ კოალიციაში ავტომობილების მფლობელებზე მაღალი საწვავის ფასებით გამოწვეული...

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. ტრამპი გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ფედერალური ფონდების საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში 25 საბაზისო პუნქტით —...

ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო ტრამპს უჩივიან

აშშ-ის მედიასაშუალებები CNN, MS NOW და Politico აცხადებენ, რომ...

რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება, ეს იყო საბოტაჟი – კობახიძე ნამახვანზე

"რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება, ეს იყო...

ყველა ამბავი

ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო ტრამპს უჩივიან

აშშ-ის მედიასაშუალებები CNN, MS NOW და Politico აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო „წამების ოთახი“ აღმოაჩინა და საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა, მას შემდეგ,...

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“: ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მე-7 წერილს ავრცელებს და ცდილობს, საზოგადოებას მის დაკავებასთან და „გადაგდებასთან“ დაკავშირებული დეტალები...

ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს

The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს, მათ შორის იყო სამი არასრულწლოვანი. გაძევებულთა შორის 33 მამაკაცი და...

გაეროში კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც უსმენდნენ – დათუნაშვილი კობახიძის ვიზიტზე

"დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც პროპაგანდისტული მცდელობა, ყველა ჯერზე გაყიდონ ნებისმიერი პროტოკოლური შეხვედრა, ნებისმიერი რიგითი,...

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რონ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ადგილი არ...

ფილიპინებში საქართველოსთან დაკავშირებული სავარაუდო სუროგაციის ტრეფიკინგის სქემა აღკვეთეს

ფილიპინების იმიგრაციის ბიურომ ნინოი აკინოს საერთაშორისო აეროპორტის (NAIA) პირველ ტერმინალში 15 სექტემბერს შეაჩერა და გადაარჩინა ფილიპინელი ქალი, რომელიც ადამიანით...

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ – ნანა სანდერი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ, - ეს განცხადება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.“მთელი თვეების...

მედიაომი თეთრ სახლში: CNN-ი, MS NOW და Politico დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან

ამერიკული მედიასაშუალებები — CNN-ი, MS NOW (ყოფილი MSNBC) და Politico — ერთობლივ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის...

ძარცვა „წებოს ხრიკით“: საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საბერძნეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, რამდენიმეთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, საცხოვრებელი ბინების სერიულ ქურდობაში ბრალდებული კრიმინალური დაჯგუფება გააუვნებელყო. ატიკის რეგიონში...

ოცნების ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მის შვილზე ციხეში ძალადობენ

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ მათ შვილზე, გიორგი დავითაძეზე, რუსთავის ციხეში ბადრაგების მხრიდან ფიზიკური...