უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპმა ბოლო შეხვედრისას უთხრა, რომ უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს.
“ტრამპმა ჩემთან ბოლო შეხვედრისას ხაზი გაუსვა: დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს.” – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
ზელენსკის თქმით, აშშ უკრაინას, რუსეთსა და ამერიკულ მხარეს შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტექნიკური შეხვედრის გამართვის წინადადებითაც გამოვიდა და ამ ეტაპზე კიევი შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით ვაშინგტონის წინადადებას ელოდება.


