ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც Flydubai-ის რეისზე დაჭრილი კაპიტანი გადაარჩინა

Flydubai-ის რეისზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ბორტზე მყოფი მგზავრი, პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი. ქართველი ებრაელი მუსაევი წარმოშობით საქართველოდანაა. უცხოური მედიასაშუალებები (CNN, The Guardian, Ynet, The Times of Israel) დეტალურად აღწერენ მის როლს თავდამსხმელის გაუვნებელყოფასა და კაპიტნის გადარჩენაში.

როგორც The Times of Israel აღნიშნავს, შოთა მუსაევი იყო ერთადერთი ექიმი რეისზე, რომელმაც დაჭრილ კაპიტანს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

ისრაელში დაბრუნების შემდეგ, მუსაევმა მედიასთან საუბრისას დეტალები გაიხსენა.

„როდესაც ყვირილი გავიგონე, სულ რაღაც 10 წამში წინ გავიქეცი — არავის დავლოდებივარ, რადგან მივხვდი, რომ თავდამსხმელთან საბრძოლველად მივრბოდი. კაბინაში შესვლისას დავინახეთ, რომ თავდამსხმელი პილოტს ზემოდან ეჯდა იატაკზე და დანას ურტყამდა… ის მთლიანად ჭრილობებით იყო დაფარული – თავი, ხელები – ისინი პრაქტიკულად დასერილი ჰქონდა… მან ბევრი სისხლი დაკარგა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მამაცი ადამიანების დახმარებით თავდამსხმელი დავაკავეთ და ხელ-ფეხი შევუკარით, მე კი სისხლდენის შეჩერება და არტერიული წნევის სტაბილიზაცია შევძელი. მთელი ამ დროის განმავლობაში დაჭრილი პილოტი ლოცულობდა და თავის ოჯახზე გველაპარაკებოდა, სანამ თვითმფრინავი კრიტიკულ სიმაღლეს კარგავდა“ – ციტირებენ მუსაევს უცხოური მედიები.

შოთა მუსაევი – ქართველი ებრაელი სტომატოლოგი, ისრაელში, რიშონ-ლე-ციონში ცხოვრობს და თავის სამედიცინო პრაქტიკას უძღვება. ის დუბაიდან კონფერენციიდან ბრუნდებოდა, როდესაც რეისზე ინციდენტი მოხდა.

შეგახსენებთ, ინციდენტი მოხდა ავიაკომპანია Flydubai-ის რეისზე FZ1073, რომელიც ასრულებდა რეგულარულ ფრენას დუბაიდან თელ-ავივის (ისრაელი) მიმართულებით. ბორტზე იმყოფებოდა 174 მგზავრი (მათი უმეტესობა ისრაელის მოქალაქე) და ეკიპაჟის წევრები.

ფრენიდან დაახლოებით ორ საათში, როდესაც თვითმფრინავი საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, კაბინაში მყოფმა ომანელმა მეორე პილოტმა მოულოდნელად დანით თავდასხმა განახორციელა ხომალდის კაპიტანზე — 39 წლის ინდოელ პილოტზე, სმიტ მაჩჰარზე. თავდამსხმელის მიზანი თვითმფრინავის ჩამოგდება იყო.

კაბინაში ფიზიკური დაპირისპირებისა და მართვის სისტემის დაზიანების გამო, ლაინერმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო. ფრენის მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავმა სულ რაღაც 29-დან 35 წამში დაკარგა 14 000-დან 17 400 ფუტამდე (დაახლოებით 4 200 – 5 300 მეტრი) სიმაღლე. სალონში ამ დროს სრული ქაოსი, ყვირილი და ტირილი იყო, მგზავრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ იღუპებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანს თავისა და ხელების არეში მძიმე, ღრმა ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და სისხლისგან იცლებოდა, მან უკანასკნელი ძალებით მოახერხა კაბინის კარის ელექტრონული საკეტის განბლოკვა. სწორედ ამან მისცა მგზავრებს შიგნით შესვლის საშუალება.

სალონში ყვირილის გაგონებისთანავე რამდენიმე მგზავრი კაბინისკენ გაიქცა. მათ თავდამსხმელი იატაკზე დააგდეს და მისი გაკოჭვა ბორტზე არსებული ყურსასმენების სადენებითა და პლასტმასის სამაგრებით
მოახერხეს. პარალელურად, ბორტზე მყოფმა სათადარიგო პილოტებმა, რომლებიც რეისით მგზავრობდნენ, მართვა თავის თავზე აიღეს.

ამ დროს შოთა მუსაევმა, როგორც ბორტზე მყოფმა ერთადერთმა ექიმმა, პირველადი დახმარების ნაკრებით კაპიტანს სისხლდენა შეუჩერა და წნევა დაუსტაბილურა.

თვითმფრინავმა საგანგებო დაშვების კოდები (Squawk 7700 და ტერორისტული საფრთხის კოდი 7500) გადასცა დისპეტჩერებს. ლაინერი საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტაბუკის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. კაპიტანი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და გადარჩა. თავდამსხმელი საუდის არაბეთის სამართალდამცავებმა დააკავეს. მგზავრები კი მოგვიანებით, სარეზერვო რეისით ისრაელში უსაფრთხოდ დააბრუნეს.

პოპულარული

აზერბაიჯანი საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან...

უკრაინას მოუწევს ფასის გადახდა ბოლო თვეებში განხორციელებული ქმედებებისთვის – პესკოვი

„პრეზიდენტმაც ისაუბრა ამაზე: უკრაინას მოუწევს ფასის გადახდა ბოლო...

პაპუაშვილის ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან დალაგების სურვილს, არამედ ესკალაციის მომზადებას – ხოშტარია

პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან რაიმე დალაგების სურვილს,...

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ კონფერენცია გაიმართა

საფრანგეთის პარლამენტში, კოლბერის დარბაზში, საფრანგეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით,...

El Mundo: რუსეთის ხელისუფლება აშშ-ში კასპაროვის მკვლელობას ამზადებდა

El Mundo-ს ინფორმაციით, გარი კასპაროვისა და ილია პონომარიოვის მოკვლას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა....

ყველა ამბავი

წარუმატებელი სიკვდილით დასჯა აშშ-ში: კრისტა პაიკმა ორმაგ სასიკვდილო ინექციას გაუძლო და გადარჩა

2026 წლის 30 სექტემბერს, აშშ-ის ტენესის შტატის Riverbend Maximum Security Institution-ის ციხეში, სიკვდილით მსჯავრდებული კრისტა პაიკის ლეტალური ინექციით აღსრულება...

“საქართველოში დასაქმებას დაჰპირდნენ, წაართვეს პირადობა, ფული” – დაკავებულია 2 პირი

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო...

El Mundo: რუსეთის ხელისუფლება აშშ-ში კასპაროვის მკვლელობას ამზადებდა

El Mundo-ს ინფორმაციით, გარი კასპაროვისა და ილია პონომარიოვის მოკვლას აშშ-ში გეგმავდნენ, მესამე მსხვერპლი კი ვილნიუსში დანით უნდა მოეკლათ ან...

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა

30 სექტემბერს, პოლონეთში, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა....

აშშ 20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ ერაყიდან გადის. რას ტოვებს უკან და რა იქნება შემდეგ?

აშშ გეგმავს, ერაყიდან დარჩენილი სამხედრო კონტინგენტის გაყვანა 30 სექტემბრისთვის დაასრულოს, რაც დაასრულებს სამხედრო ყოფნას, რომელმაც ამ ახლოაღმოსავლური ქვეყნის სახე...

აშშ-ში 2 საუკუნის მანძილზე პირველი ქალის სიკვდილით დასჯა განაჩენის აღსრულებამდე 2 საათით ადრე შეაჩერეს

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა შეაჩერა — განაჩენის აღსრულებამდე ორ საათზე ნაკლები ხნით...

რუსეთის სადაზვერვო ქსელი აშშ-სა და ევროპაში ოპოზიციონერების მკვლელობებს ამზადებდა — სამიზნეებს შორის კასპაროვი და პონომაროვი იყვნენ

რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქსელი აშშ-სა და ევროპაში რუსი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo წერს,...

რუსეთი ნატოს ბირთვული იარაღით დაემუქრა: Reuters

სააგენტო Reuters-მა ნახა დოკუმენტი, რომელიც მოსკოვმა ნატოს გაუგზავნა. მასში რუსეთი ალიანსს ადანაშაულებს „საშიშ და უგუნურ კურსში“, რომელიც, რუსეთის განცხადებით,...

ევროკავშირის ახალი გეგმა: ერთიან ბაზარზე კანდიდატების „ეტაპობრივი ინტეგრაცია“ და გაწევრიანების დაჩქარებული გზა 4 ქვეყნისთვის

ევროკავშირი გახსნის თავის ფართო ეკონომიკას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების როგში დგანან, თუმცა იმ პირობით, თუკი ისინი დათანხმდებიან ბლოკთან ერთად...

ბერა ივანიშვილი ღირსების დაცვას იწყებს – ვის უჩივის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი?

ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი სამართლიანობისთვის ბრძოლას იწყებს. ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არაერთი ცილისმწამებლური კამპანიის განმახორციელებელი პირები კანონის შესაბამისად...

“მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა” – კაცს ბრალი წარუდგინეს

პროკბრალი წარუდგინეს კაცს, რომელიც 8 და 11 წლის მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნას აიძულებდა. პროკურატურის  ინფორმაციით, ბრალდებული ჯერ დაკავებული...

ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უწყებაში უკვე იმყოფებოდა

ირანის ელჩი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ირკვევა, სეიედ ალი მოჯანი უწყებაში უკვე...