გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში გერმანული პოლიტიკური ფონდების მუშაობის შეჩერებასა და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც გამოცემა „OC Media“ წერს, ელჩმა ღიად გამოხატა შეშფოთება შექმნილი ვითარების გამო:

„ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო… ეს მოვლენები ასევე აისახება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“.

ელჩის ამ განცხადებას წინ უძღოდა ორი მსხვილი გერმანული ორგანიზაციის — კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (FNF) მიერ თბილისის ოფისების ოფიციალური დახურვა. ფონდებმა საქმიანობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც საქართველოს მთავრობამ, ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე, მათი საგრანტო განაცხადები პროექტების დაფინანსების გაგრძელებაზე სრულად უარყო. KAS-მა მიღებულ გადაწყვეტილებას „იძულებითი“ უწოდა, ხოლო FNF-მა — „გარდაუვალი“, რადგან ახალმა მოთხოვნებმა მათ დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა წაართვა.
ორივე ორგანიზაცია საქართველოში ორ ათწლეულზე მეტია ოპერირებს და ხელს უწყობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფალი საზოგადოებისა და ევროინტეგრაციის პროცესებს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდსა (FES) და ჰაინრიხ ბიოლის ფონდს (HBS) ოფისების დახურვის შესახებ განცხადებები არ გაუვრცელებიათ, თუმცა გერმანიის ელჩის განცხადების თანახმად, ახალი საგრანტო რეგულაციების გამო, როგორც ჩანს, ისინიც ანალოგიური პრობლემების წინაშე დადგნენ, როგორც ბოლო დღეებში დახურული 2 გერმანული ფონდი.
ფონდების დახურვას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ უცხოურ ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია აქვთ და რაკი ამ მისიის შესრულება აეკრძალათ, ამიტომაც გადიან ქვეყნიდან.

პოპულარული

20 მილიონი დოლარი „მადიარისთვის“: კრემლი უკრაინელ სარდალზე ნადირობს

რუსეთის ხელისუფლებამ, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კრიმინალური ქსელების მეშვეობით, გამოაცხადა...

„რობოტების არმია“ უკრაინის ბრძოლის ველზე – მიხაილო ფედოროვი ახალ პროექტს იწყებს

უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ციფრული ტრანსფორმაციის არქიტექტორი, მიხაილო...

მეუფე ზენონი: ხალხებს შორის დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში ვრცელ...

საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა: საია

საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში...

აქციამ აჩვენა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რაც IRI-მ „ნაცმოძრაობას“ დაუწერა – პაპუაშვილი

ის ფაქტი, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და...

“არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს” – მარნეულში 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის...

პოლონეთი მზად არის Patriot-ის რაკეტების საწარმო ააშენოს

თუ კიევი აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ასეთი...

ყველა ამბავი

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო...

ვითხოვთ ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას მსჯავრდებულ დავითაძის განცხადებებზე – არასამთავრობოები

14 არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნებისგან" დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას ითხოვს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს."საქართველოს...

„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ჩვენება იტალიის სენატში

გაგრის აღების დღეს - 2 ოქტომბერს, იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის - „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - ჩვენება გაიმართა,...

ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, მადლობა №6 პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე

"ვიდეომასალაში ნათლად და ცალსახად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" -აცხადებს სპეციალური...

საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც წყვეტს მუშაობას, რის მიზეზადაც ხელისუფლების ქმედებებს ასახელებს

2026 წლის 30 სექტემბერს, მმართველი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა (FNF) საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისში თავისი ოფისი...

“პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა”- ირმა ინაშვილი

პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა" - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით,...

“მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ” – პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე

"მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ" - შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვას გამოეხმაურა."კონრად ადენაუერის ფონდი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ...

პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ – იოსელიანი

"პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ''- განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა."ჩვენ ეს საკითხი დეტალურად შევისწავლეთ. მათ შორის,...

აქციამ აჩვენა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რაც IRI-მ „ნაცმოძრაობას“ დაუწერა – პაპუაშვილი

ის ფაქტი, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ ქართველი ხალხი...

სიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს – პენიტენციური

პენიტენციური სამსახური უარყოფს რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს."სპეციალური...

“ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით” – პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

"ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით ... ამაზე მეტი კაცს რა უნდა გამიკეთონ ... " - აცხადებს ამის შესახებ სასამართლოზე მსჯავრდადებული...