ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს ცვლის-უფრო სწრაფი ინტეგრაცია კანდიდატებისთვის და თავის დაცვა “ახალი ორბანებისგან“

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის ახალი წესები მოამზადა.

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს ცვლის, რათა ახალი ქვეყნების ინტეგრაცია უფრო სწრაფად მოხდეს. ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს ეტაპობრივ ინტეგრაციას სთავაზობს და ამავდროულად ცდილობს, თავი დაიცვას „ახალი ორბანებისგან“.

ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს ეტაპობრივი ინტეგრაციის ფარგლებში მეტი უპირატესობის მინიჭებას სთავაზობს. ამავე დროს, იგეგმება ახალი დამცავი მექანიზმების შემოღება, რომლებიც კანდიდატ ქვეყნებს უფლებებს შეუზღუდავს, თუ ისინი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ რეფორმებს შეაჩერებენ ან აღებულ ვალდებულებებს გადაუხვევენ.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა შესაბამისი ცვლილებების პაკეტის მომზადების შესახებ სამშაბათს, 6 ოქტომბერს, სტრასბურგში განაცხადა.

გაფართოების საკითხებზე ერთსულოვნების პრინციპისგან ეტაპობრივი გადახვევა

მისი თქმით, წინასწარმა შეფასებებმა, თუ როგორ შეიძლება ახალი ქვეყნების გაწევრიანებამ ევროკავშირზე იმოქმედოს, აჩვენა, რომ „ევროკავშირი გაფართოებისთვის უკვე მზად არის, თუმცა არსებობს სფეროები, სადაც ცვლილებები იქნება საჭირო“.

კერძოდ, იმისთვის, რომ ევროკავშირი „უფრო მოქნილი და ეფექტიანი“ გახდეს, ევროკომისია ე.წ. გარდამავალი მუხლების გამოყენებას და ერთსულოვნების პრინციპის კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრით ჩანაცვლებას სთავაზობს.

ეს ევროკავშირს საშუალებას მისცემდა, შეემცირებინა იმ საკითხების რაოდენობა, რომელთა დაბლოკვაც ერთ ქვეყანას ვეტოს გამოყენებით შეუძლია.

საუბარია, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შუალედურ გადაწყვეტილებებზე — მაგალითად, მოლაპარაკებების თემატური კლასტერების გახსნაზე, რისთვისაც დღეს ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ეტაპობრივი ინტეგრაცია – ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების ფორმა

რაც შეეხება ეტაპობრივ ინტეგრაციას — მოდელს, რომლის ფარგლებშიც კანდიდატი ქვეყანა კონკრეტული რეფორმების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ევროკავშირის ცალკეულ პროგრამებსა და ფონდებზე წვდომას იღებს — ეს მიდგომა გაფართოების მეთოდოლოგიისთვის ახალი არ არის.

ზოგი ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, უკვე სარგებლობს მსგავსი უპირატესობებით.

ამასთან, მარტა კოსის თქმით, ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი კანდიდატი ქვეყნების „უფრო ამბიციურ ჩართულობას“ ითვალისწინებს ევროკავშირის საქმიანობის კონკრეტულ სფეროებში.

საუბარია, კერძოდ, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ხელოვნურ ინტელექტზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეტაპობრივი ინტეგრაცია სრულფასოვან წევრობას არ ანაცვლებს და წარმოადგენს „გაფართოების პროცესის დაჩქარების ინსტრუმენტს“.

ევროკავშირი უკრაინის სოფლის მეურნეობისთვის შეზღუდვებს ამზადებს

ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ის სექტორია, რომელმაც შესაძლოა ევროკავშირის ბაზრებზე დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

მარტა კოსის თქმით, უკრაინის აგრარული სექტორის მასშტაბი, სტრუქტურა და განსაკუთრებით მაღალი პროდუქტიულობა მოითხოვს „მიზნობრივ მექანიზმებს, რომლებიც კონკრეტულად მგრძნობიარე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე იქნება მიმართული“.

ევროკომისარმა განმარტა, რომ ევროკავშირი ევროპელი ფერმერების დაცვას ცდილობს, თუმცა პირობა დადო, რომ ბრიუსელი უკრაინას დაეხმარება „მესამე ქვეყნებში ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის აღდგენაში“.

კოსის თქმით, ბრიუსელი და კიევი ამ წინადადებებსა და უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ ევროკომისიის შეფასებებს მეხუთე მოლაპარაკებითი კლასტერის – „სოფლის მეურნეობის“ – გახსნამდე განიხილავენ.

მისი თქმით, ეს განხილვა შესაძლოა რამდენიმე კვირაში დაიწყოს.

„უკრაინა შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს და ევროპული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ნაწილიც გახდეს, თუმცა ამის პირობები მოლაპარაკებების საგანი იქნება“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკავშირში გაწევრიანების „საგზაო რუკები“

უკრაინა, მოლდოვასთან, ალბანეთსა და მონტენეგროსთან ერთად, იმ ოთხ კანდიდატ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს.

მარტა კოსმა პირობა დადო, რომ ოქტომბრის ბოლოს, ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებისას, ევროკომისია ამ ოთხი ქვეყნისთვის „საგზაო რუკებს“ წარადგენს.

ეს დოკუმენტები კანდიდატი ქვეყნებისთვის რეფორმების კონკრეტულ მიზნებსა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო ვადებს უნდა განსაზღვრავდეს.

ევროკომისიის მიერ გაფართოების პოლიტიკაში შეთავაზებული ცვლილებები 15-16 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე „სტრატეგიული განხილვის“ საგანი გახდება.

თუმცა ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ ამ შეხვედრაზე გაფართოებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები, ტრადიციულად, დეკემბრის სამიტებზე მიიღება.

პოპულარული

პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა -...

აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ეუთოს კონფერენციაზე მსჯელობენ

2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით...

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების...

KAS: ოფისის ლიკვიდაცია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი მუშაობის შეზღუდვის შედეგია

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს, მიზეზად კი საქართველოს...

ყველა ამბავი

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოჭთან ტანკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა ნავთობტანკერ Aframax Rio-ს შეუტიეს.მანამდე გემზე მასშტაბური ხანძრის შესახებ ინფორმაცია რუსულმა...

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის გარიგება დაასრულა. ახალი კომპანია Skydance-ის სახელით იმუშავებს. ამის შესახებ Paramount-მა...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22...

ევროკავშირის ახალი გაფართოების სტრატეგიაში საქართველო არ ფიგურირებს

ევროკომისიამ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა გაფართოების ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომავალი გაფართოებული კავშირისთვის ორგანიზაციულ, ფინანსურ და ინსტიტუციურ ჩარჩოებს ადგენს.ახალი...

დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია – პაპუაშვილი დავითაძეზე

"დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - განაცხადა ამის შესახებ, შალვა პაპუაშვილმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე."ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში...

სტამბოლში, სკოლის ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა – დაღუპულია ერთი ბავშვი

სტამბოლის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მძიმე ტრაგედია დატრიალდა. სასკოლო ფორმაში გამოწყობილმა 15 წლის გოგონამ შენობაში შესვლისას მოსწავლეებს დანით თავდასხმა მოუწყო.ოფიციალური...

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო შავი ჭირის გავრცელების გამო.ყაზახეთში პრევენციული ზომები ამოქმედდა, მათ შორის სანიტარული...

აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ეუთოს კონფერენციაზე მსჯელობენ

2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მსჯელობენ ვარშავაში, ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციაზე.მონაწილეები სპეციალურ კვლევას განიხილავენ, სადაც...

სასტიკ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს 20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ელის

მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.გამოძიების ვერსიით, საზარელი ორმაგი მკვლელობა 1...

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, , ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას ამის...

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ – ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს, "პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს,...

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს. მათი საერთო ღირებულება ე.წ....