პენიტენციურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს. ასევე, 4 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულებაში, სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ. ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.” – ნათქვამია განცხადებაში.

მსჯავრდებულ ბ.ჭ.-ს, რომელმაც წარსულშიც იძალადა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთგზის) წარედგინა, ხოლო მსჯავრდებულებს ჯ.ჯ.-ს და ვ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრებული პირის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს.

პოპულარული

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“...

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი, მეორე – კალუგინი მოსკოვში – სამადაშვილი

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი შალვა პაპუაშვილი...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43...

სასტიკ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს 20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ელის

მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს...

მაიამიში ომის დასრულებაზე აშშ-უკრაინის კონფიდენციალური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

დღეს, 9 ოქტომბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში აშშ- უკრაინის...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს...

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც...

ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! – ნადირაძე

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც...

ყველა ამბავი

ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს – კაია კალასი

"ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს"- საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოში...

შთამბეჭდავია, საკმაოდ დიდი ზრდაა – სარჯველაძე პენსიებზე

ეს არის ზუსტად ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის ნაწილი, რომ ყველაფერი იგეგმება, ყველაფერი ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე ჩნდება მეტი და...

ციხის ხელმძღვანელობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ბრალდებით პატიმრებს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. მათ N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილის ფიზიკურ შეურაცხყოფასა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ...

„ქართული ოცნება“ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. რა განცხადებები გაკეთდა თბილისსა და ლუქსემბურგში

ლუქსემბურგში, ევროპის საკონფერენციო ცენტრში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებული ვითარებაც...

ივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ – კობახიძე

ივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ. ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ ივანიშვილი...

ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს – კობახიძე

ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ “ოლე ოლას” შემსრულებელი მიიწვია მაინც და მაინც კონცერტზე, რა თქმა...

ასეთი ევროპარლამენტით, რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირში არ უნდა გველოდნენ – პაპუაშვილი

უპირველეს ყოვლის, პატივია, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ შემადგენლობაში დავსახელდები მეც და მინდა შეგახსენოთ, რომ მესამე შემთხვევაა უკვე როდესაც...

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა – ოანა-სილვია ტოიუ

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ტოიუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო...

უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, გიორგი ფარცვანია ავრცელებს."სამწუხაროდ დაიღუპა...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი - ინფორმაციას "ქართლის ამბები ავრცელებს".დაშავებულების მდგომარეობა...

მარტა კოსი ოცნებაზე:სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან, -...

ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ზელენსკი საკუთარ პირობებს ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ამას ზელენსკი ითხოვდა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების...