“ფედერალისტები”, რომლის აკრძალვასაც “ოცნება” გეგმავს, საკონსტუტიო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე წარმოდგენილი არ იქნება და პარტიის წევრები საკონსტიტუციოს შენობასთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
“ფედერალისტები არ ვაპირებთ მსხვერპლის როლში ყოფნას ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში, რომლის ფინალიც უკვე განსაზღვრულია. უფრო მეტი, არც მოსამართლებს არ მოვუწოდებ, რომ გონს მოეგონ, რადგან ამას დასთანხმდნენ, მინდა, რომ ბოლომდე შეყვნენ იმისთვის, რომ ფასი გადაიხადონ და საკუთარმა შვილებმა დაწყევლონ. რეალურად, ბიძინა ივანიშვილი აპრტიებს კი არ კრძალავს, ქართულ ხალხს უკრძაალავს უკეთესი მომავლის იმედს”, – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ამ წუთებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.
არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.


