რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა – აცხადებს
პრორუსი ბიზნესმენი, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს.
ეს კომპანიებია: GWS-Wine-Company, “შატო მუხრანი” და “ვინივერია”. ფიფიამ BMge-ს უთხრა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტი მალე გამოიცემა.
“სამწუხაროდ, სანქციების მეორე ტალღაში მოყვა “შატო მუხრანი” და “ვინ ივერია”. “მარუსია ბევერიჯის ჯორჯიას” აქციონერები არიან პატრიკ ხოდენი და ელენა ნადიბაძე. ეს ადამიანები ადრე იყვნენ ფონდ “უკრაინის რეკონსტრუქციის” დირექტორები, ასევე შემჩნეულები არიან უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებაში.
“ვინივერია” ატარებდა აუქციონს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ აუქციონიდან ფული პირდაპირ მიდიოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, უკრაინის ჯარს აფინანსებდა. ეს განცხადება გაკეთდება ამ დღეებში. ძალიან სამწუხაროა”, – თქვა BMge-სთან ფიფიამ.


