მოგვკლეს – რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა – „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბერს მუშაობას წყვეტს. რედაქციამ ამის შესახებ, დღეს, 30 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა. მათი თქმით, 9 ნოემბერს  სერვერებს გათიშავენ და შენობას დატოვებენ, ხოლო ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს მუშაობის შეწყვეტაში ადანაშაულებენ.

„მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩავაქრობთ შუქს სახლში, სადაც 30 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით, გამოვრთავთ ჩვენს სერვერებს და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა.ქვეყანაში ლიკვიდირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხოლო მათი დაცვა დანაშაულთან არის გათანაბრებული. დე ფაქტო გაუქმებულია არჩევნები და არჩევითი ხელისუფლების ორგანოები. განადგურებულია საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ფეხქვეშ არის გათელილი სინდისის თავისუფლება და ადამიანის ღირსება. ბინძური ხელებით ამობრუნებულია პირადი ცხოვრება. ნუთუ დღეს დაცინვად არ ჟღერს კონსტიტუციის 29-ე მუხლი: ცენზურა აკრძალულია“? სასამართლო განადგურებულია კანონთან და სამართალთან ერთად. საკუთარი შეხედულებების ქონა ახლა უკვე სახელმწიფო ღალატად ითვლება. მაგრამ ღალატი სწორედ ის არის, როდესაც სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს. ეს ღალატი განგრძობადი დანაშაულია, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. „ნოვაია გაზეტას“ მკვლელობა ამის კიდევ ერთი დასტურია. მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ამაზე ვწერდით. სანამ ამის შესაძლებლობა გვქონდა. სწორედ ამიტომ მოგვკლეს. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა”, – აღნიშნულია გამოცემის განცხადებაში.

განცხადებამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რედაქციას მოსკოვის ცენტრში, პოტაპოვსკის შესახვევში მდებარე ოფისიდან ასახლებენ. გამოსახლების გამო დაიხურება ანა პოლიტკოვსკაიას მუზეუმიც. რედაქცია ამტკიცებს, რომ ბანკების ახსნა-განმარტებები არ არის დამაჯერებელი და ამაში სახელმწიფოს ხელს ხედავენ.

„ნოვაია გაზეტა“ აცხადებს, რომ მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული საქმეების გარდა, რედაქციაში მრავალსაათიანი ჩხრეკა ჩატარდა, ჩხრეკა მოხდა მთავარი რედაქტორის ბინაშიც.

  • ჟურნალისტი ოლეგ როლდუგინი 9 აპრილს დააკავეს, პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების საქმეზე. ბრალდება ეხება მონაცემების უკანონო გამოყენებასა და შენახვას(სსკ-ის 272.1-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
  • 15 ოქტომბერს მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი ბინაში ჩხრეკის შემდეგ დაკითხვაზე წაიყვანეს; სააგენტო TASS-ის ცნობით, დაკითხვა პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების საქმეს უკავშირდებოდა. „ვედომოსტის“ ცნობით, ის დაკითხეს მოწმის სტატუსით და გაათავისუფლეს.
  • 4 სექტემბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „ნოვაია გაზეტა“ უცხო აგენტების რეესტრში შეიყვანა. უწყების განმარტებით, გამოცემა ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და არჩევნების სისტემის შესახებ.

„ნოვაია გაზეტამ”  პირველი ნომერი 1993 წლის აპრილში გამოუშვა. მის დასაფინანსებლად მიხეილ გორბაჩოვმა 1990 წელს მიღებული ნობელის მშვიდობის პრემიის ფულის ნაწილი გამოიყენა.  მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი 2021 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. რედაქცია განცხადებაში მოიხსენიებს ექვს დახოცილ თანამშრომელს: იგორ დომნიკოვს, იური შჩეკოჩიხინს, ანა პოლიტკოვსკაიას, სტას მარკელოვს, ანასტასია ბაბუროვას და ნატალია ესტემიროვას.

პოპულარული

ჰაკერებმა მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance გატეხეს

ბოროტმოქმედებმა მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-ზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს....

პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის...

„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 “ოცნების” მთავარი დამფინანსებელია – TI

„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 პოლიტიკური შემწირველია. მათ ჯამში...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ის...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების...

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, აზარტული ტურნირების შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამორინეებს...

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება – ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება - ...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000...

ყველა ამბავი

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს,  ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი   სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებულ...

სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს – სააკაშვილი

"სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის...

პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებების ტონის შერბილება სთხოვეს. Reuters-ი ამის შესახებ ოთხ...

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, ლოდი სახლს დაეცა – დაშავდა 1 ადამიანი

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა - შედეგად, ლოდი სახლს დაეცა და შიგნით მყოფი ერთი ადამიანი დაშავდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ...

ბულგარეთმამკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა

ბულგარეთმამკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით ხვიჩა ცხაკაიას  ბრალად ედება ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობა.2005...

ბათუმში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბათუმში ორი არასრულწლოვანი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ...

ჰაკერებმა მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance გატეხეს

ბოროტმოქმედებმა მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-ზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს. შეფასებით, ზარალმა შესაძლოა 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ...

უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს! – ბუდანოვი

"უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს!', - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი სოციალურ...

სახელმწიფოს და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი – მეუფე გიორგი სამორინეებზე

"მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ დიდ ბოროტებას, რომელიც ადამიანებს სულიერად და მენტალურად ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს და საზოგადოებას მძიმე მდგომარეობაში აგდებს....

დავით ქართველიშვილი საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი გახდა. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ...

რუსებმა, დნიპროს რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

დღეს, დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც   სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა...

ისრაელის არჩევნები: ხმების 89%-ზე მეტი უკვე დათვლილია, თუმცა კოალიციის შექმნის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია. რა მოხდება შემდეგ?

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების 89,8%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი უფრო მეტ ხმას იღებს, ვიდრე...