უკრაინის ომში დაღუპული რუსების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

2026 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 500 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ მეტყველებს მონაცემები, რომლებსაც ერთობლივად აგროვებენ BBC-ის რუსული სამსახურის, „მედიაზონის“ ჟურნალისტები და მოხალისეთა გუნდი. მათი უახლესი შედეგები პარასკევს, 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამასთან, სახელობითად დადგენილია რუსეთის შეიარაღებული ძალების 285 023 დაღუპული სამხედრო მოსამსახურე.

BBC-ის ცნობით, ღია წყაროებით დადასტურებული სახელების მქონე დაღუპული რუსი სამხედროები რუსეთის არმიაში რეალურად დაღუპულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 45-55 პროცენტს შეადგენენ. შესაბამისად, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთის არმიაში დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა 518 224-დან 663 384 ადამიანამდე იყოს.

თუ ამ მაჩვენებლებს დავუმატებთ თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ („დნრ“) და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ („ლნრ“) დანაყოფებში მებრძოლთა დანაკარგებს, რომლებიც 21 000-23 500 ადამიანად არის შეფასებული, ასევე დაღუპული ჩრდილოკორეელი სამხედროების დადგენილ 2 304 სახელს, მაშინ პრორუსული ძალების საერთო დანაკარგი შესაძლოა 541 528-დან 689 188 სამხედრო მოსამსახურემდე მერყეობდეს.

დაღუპული რუსი სამხედროების ზუსტი რაოდენობის დადგენას მნიშვნელოვნად ართულებს ის გარემოება, რომ მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სრულად საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

„მედიაზონისა“ და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტები, მოხალისეთა გუნდთან ერთად, 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან აღრიცხავენ მედიაში, სოციალურ ქსელებსა და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ცნობებს რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ.

პოპულარული

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს,...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი...

პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს – საია

"პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს" -...

თბილისში 25 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, გასულ ღამეს 25 წლის ბიჭი მოკლეს.მამაკაცი სიღნაღიდანაა...

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად – ჭეიშვილი აქციაზე

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად და ამის...

ბათუმში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბათუმში...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა....

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე...

ყველა ამბავი

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა შეარბილონ და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ნაკლებად ისაუბრონ. მანამდე აშშ-მ...

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი, ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა მისი ადვოკატების მეშვეობით პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. განცხადება 30 ოქტომბერს,...

ქობულეთში მე-6-კლასელმა თანაკლასელი დაჭრა – აჭარა თაიმსი

ადგილობრივი მედიის "აჭარა თაიმსის"ინფორმაციით,  ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა."ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით...

გზა ავტორიტარიზმისკენ და რუსული სტილის რეპრესიები: როგორ აფასებს დასავლეთი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.სარჩელს, საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიის სრულ ლიკვიდაციად...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარტიების აკრძალვის პროცესის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და "ქართულ ოცნებას" მოწუდებს, უზრუნველყოს,...

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს,  ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი   სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებულ...

სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს – სააკაშვილი

"სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის...

მოგვკლეს – რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა – „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბერს მუშაობას წყვეტს. რედაქციამ ამის შესახებ, დღეს, 30 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა. მათი...

პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებების ტონის შერბილება სთხოვეს. Reuters-ი ამის შესახებ ოთხ...

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, ლოდი სახლს დაეცა – დაშავდა 1 ადამიანი

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა - შედეგად, ლოდი სახლს დაეცა და შიგნით მყოფი ერთი ადამიანი დაშავდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ...

ბულგარეთმამკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა

ბულგარეთმამკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით ხვიჩა ცხაკაიას  ბრალად ედება ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობა.2005...

ბათუმში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბათუმში ორი არასრულწლოვანი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ...