ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, საქართველოს სახელმწიფოა – პაპუაშვილი

ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებას.

„[4 ოქტომბრის აქციის] ორგანიზატორები კიდევ ცალკე საქმეა, მათი დანაშაული ქვეყნის წინაშე კიდევ სხვაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზატორებიც ახლა ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში, ისინი, ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან.მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რატომ? – ხომ ნახეს, რომ წააქეზეს ამ ძალადობაზე, 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მიესალმა ევროკომისიის პრესსპიკერი, დღემდე ბოდიში არ მოუხდია არცერთს ევროკომისიიდან, წააქეზეს და მიატოვეს შემდეგ ციხეში მრავალწლიანი სასჯელისთვის. ბოლოს ისევ საქართველოს სახელმწიფო იქნება, ვინც მათ მხარეს იქნება. სწორედ საპროცესო შეთანხმების თხოვნებზე, რომელიც მათგან მიდის და პროკურატურა თანხმდება, ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც მათი უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ, ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ჩატოვეს ციხეში. ჩვენ მათ ვექცევით, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს. საბოლოოდ, ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს უწევს ციხეში სასჯელის მოხდა. ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს არასდროს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ.

ისინი ვინც დღეს კიდევ არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ვეუბნები, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, ყველა მოგატყუებთ, ნუ ენდობით ნურცერთი უცხოელი ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო და დღემდე ეს დადასტურდა, ყოველ ჯერზე. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენ მხარეს იქნება და ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოპულარული

მარკო რუბიო უკრაინაში ომის მალე დასრულებას ეჭვით უყურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის მალე დასრულების...

ტრამპმა „ძალიან მალე“ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრა დააანონსა

„შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო...

“არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ,” – ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული...

აშშ-მა მოსკოვი მუზეუმ „ცარიცინოში“ ტერაქტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე...

ქობულეთში მე-6-კლასელმა თანაკლასელი დაჭრა – აჭარა თაიმსი

ადგილობრივი მედიის "აჭარა თაიმსის"ინფორმაციით,  ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს...

30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ – მეუფე ანტონი სამორინეებზე

ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად...

კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდება

ივანიშვილის მერი კახა კალაძე ბიზნესმედიაჯგუფს  "მიზანმიმართულ" სიცრუეში ადანაშაულებს და...

ყველა ამბავი

ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია – ხოშტარია

"ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია" - "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს"მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია!სანამ...

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, კოხტაშვილის საექიმო საქმიანობას არაფერი შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ...

თუ ევროპა ომს დაიწყებს, ჩვენი პასუხი განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება – ლავროვი

რუსეთი ევროპასთან არანაირ ომს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა მის ქმედებებს უპასუხოს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.„პრეზიდენტმა...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა, დავით ასათიანმა უკვე შეიტანა."ბერა ივანიშვილის...

TI-ოცნების დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა

23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი — ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი...

“არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ,” – ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით,...

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები: 7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში) - 14₾ 100 წთ (საქართველოში) - 4₾ 60 000 მბ - 23₾ 9...

ათი წელი ხუთის ნაცვლად – ბრიტანეთი იმიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმის გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ლეგალური იმიგრანტების უმრავლესობას მუდმივი...

სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევა ევროკავშირის შვიდ ქვეყანას შეეხო

ევროკავშირის ქვეყნებში სუპერმარკეტების გაგრილების სისტემებზე ახალი კიბერშეტევა დაფიქსირდა. ბელგიაში, შვედეთში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ესტონეთში, ფინეთსა და ნიდერლანდებში ჰაკერები დისტანციურად ზრდიდნენ...

დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე – ადვოკატი

"მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. ეს წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და...

ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა და ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ  ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს.ნანა სანდერს სასჯელის სახით განესაზღვრა...

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და მის შემცვლელად, ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა. ქინქლაძე ამ დრომდე №1 ლაითურის...