მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს-ჰერჩინსკი

მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს – საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წევრმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის გზა ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის და დაუბრუნდება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას.

„როგორც ეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა. ამავდროულად, ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავაც მყარია. ასევე, უწყვეტია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის, ევროპული არჩევანისა. თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ შეცვალოს თავისი კურსი და კვლავაც მხარი დაუჭიროს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში გაწევრიანებას – ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საქართველოს ევროპული გზა კვლავაც აღდგება. საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. რიგი გაფართოების ანგარიშები ატყობინებდა საქართველოს ხელისუფლებას თუ რა არის საჭირო იმის გასაკეთებლად, რომ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულიყო. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დე ფაქტო გაჩერებულია. გასული წლის განმავლობაში საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ძალიან სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით, სწრაფი ეროზიაა კანონის უზენაესობის მიმართულებით და არის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ყველაფერი ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, რომელიც გაკეთდა საქართველოში. გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს. ევროპული გზა კვლავაც ღიაა საქართველოსთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს კურსი და და კვლავ იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების ერთგული. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხალხის ევროპული ინტერესებისადმი კვლავ უცვლელია“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

პოპულარული

ზელენსკი მზად არს პუტინს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა,...

ათი წელი ხუთის ნაცვლად – ბრიტანეთი იმიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს საიმიგრაციო...

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი, ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა...

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.როგორც მისი ადვოკატი აცხადებს,...

უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს! – ბუდანოვი

"უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს!',...

თუ ევროპა ომს დაიწყებს, ჩვენი პასუხი განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება – ლავროვი

რუსეთი ევროპასთან არანაირ ომს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა მის...

ქობულეთში მე-6-კლასელმა თანაკლასელი დაჭრა – აჭარა თაიმსი

ადგილობრივი მედიის "აჭარა თაიმსის"ინფორმაციით,  ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს...

ყველა ამბავი

საგარეო ევროკომისიის ანგარიშს “ფაქტობრივ უზუსტობებს და მცდარი შეფასებებს” უწოდებს

"ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული...

ტრამპის პოლიტიკური კატასტროფა: როგორ და რატომ ჩამოართვეს დემოკრატებმა რესპუბლიკელებს კონტროლი კონგრესზე

დემოკრატებმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაამყარეს. დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც სულ რაღაც ორი...

არ გვინდა ზურგი ვაქციოთ ქართველებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, ამავდროულად, ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ – კალასი

"არ გვინდა ზურგი ვაქციოთ ქართველებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, ამავდროულად, ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ"-თქვა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში...

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა, აალდნენ!”- ნინო ნადირაძე

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ!"- წერს ამის შესახებ, ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე, რითიც...

გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო – მარტა კოსი

"ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო."  -...

“ფორმულას” შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ!!” – ნინო ჟიჟილაშვილი [video]

მეტრო დელისის მიმდებარედ, „ფორმულას“ შენობაში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტელეკომპანიის ოფისის ქვედა, - მე-16 სართულზე გაჩნდა. ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი...

ევროკომისიის ანგარიში: საქართველო კანდიდატია მხოლოდ ქაღალდზე, სახელმწიფოს მიტაცების რისკი ყველაზე მაღალია

ევროკომისიის კოლეგია დღეს ბრიუსელში მორიგ სხდომას გამართავს. დღის წესრიგშია ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტი, რომელიც კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი...

ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის – პაპუაშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე

"თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის...

“45 870 ლარის სამშენებლო მასალები თაღლითურად მიისაკუთრა” – 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სამშენებლო...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში იმარჯვებენ და აშშ-ის კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს მოიპოვებენ და რესპუბლიკელებს უმრავლესობას ჩამოართმევენ — ასეთია წინასწარ მონაცემები.აშშ-ში კონგრესის...

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს

4 ოქტომბრის სქმეზე დაკავებულმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. ორივე მათგანმა მედიასთან კომენტარი...

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს.ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება – შიო III

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს  - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...