მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, – ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული კრიტიკის გამო, მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს.
“მეუფე იობის ქადაგების შემდეგ, ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე“- აცხადებს ჯაღმაიძე.
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.


