მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა – ამის შესახებ არქიმანდრიტიმა დოროთემ (ყურაშვილი) განაცხადა.
“მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა. მან თავის ქადაგებაში თქვა, რომ ურწმუნო ხელისუფლება გვყავს. რა უფლება აქვს პარლამენტარს, ან ახელმწიფო მოხელეს, რომ თქვა, ამბიონი არ შეიძლება პოლიტიკური განცხადებისთვის გამოიყენოს. სად უწერია ეს, რომელ კონსტიტუციაში, რომ მღვდელს არ შეუძლია გააკრიტიკოს ის მთავრობა, რომელიც მის მრევლს ქუჩაში სცემს, რა თქვა ისეთი, რაც არ ხდება. აი, მაგალითად, დაიცალა საქართველო, ამაზე რა დიალოგი უნდა გამართონ, უნდა დაუმტკიცონ, რომ არ გასულა ხალხი? არ არის გასული? შემოდიან უცხოელებიო – ამაზე რა დიალოგი უნდა გამართონ? არ არის ასე? კორუფცია არისო, რა დიალოგი გამართონ 7 მილიონისთვის ზის მათი პრემიერი. ეკლესიის დადუმებას ცდილობენ. ესეთი ცენზურა ეკლესიასთან მიმართებაში, ალბათ მარტო კომუნისტების დროს იქნებოდა, მაგის შემდეგ მე არ მახსოვს ეკლესიის მიმართ ცენზურა”, – განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.


