“ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ და ისე აძინებენ” – წალკის  საბავშვო ბაღშიბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას ორი მშობელი დაუკავშირდა. ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ბავშვების მონათხრობის საფუძველზე მათ პოლიციას მიმართეს. მშობლები ამბობენ, რომ ბაღში აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, ასევე იყენებდნენ დასჯის მეთოდებს – ბავშვებს კუთხეში აყენებდნენ და თანატოლებთან თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.მშობლების თქმით, მომხდარის შესახებ ბაღების გაერთიანებასაც აცნობეს, თუმცა საკითხზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ისინი ასევე ითხოვენ საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას.

“საბავშვო ბაღში ბავშვზე ხელით შეხების ფაქტი მოხდა. ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ და ისე აძინებენ. გამოიყენება არასწორი დასჯის მეთოდები: ბავშვებს აყენებენ კუთხეში და უკრძალავენ სხვა ბავშვებთან თამაშს. ამ ყველაფრის შესახებ განვაცხადეთ ბაღების გაერთიანებულ სააგენტოშიც, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, რეაგირების მაგივრად, უკუშეტევაზე წამოვიდნენ”, – აცხადებს მშობელი TOK2REGIONS-თან საუბრისას.

წალკის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მელსიდა მეხზიროვა ადასტურებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე ბრალდებებს უარყოფს და მათ ცილისწამებას უწოდებს. მისი თქმით, კამერების დამონტაჟება მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

პოპულარული

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი...

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის...

სლოვაკეთში რობერტ ფიცოსა და კრემლთან მისი კავშირების წინააღმდეგ აქციები გაიმართა

სლოვაკეთში 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების 37-ე წლისთავისადმი მიძღვნილი...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს,...

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და...

თბილისში 2 ადამიანი ლიფტში ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო...

კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპელების სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ხუთშაბათს...

ყველა ამბავი

დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე – ზიანს მთლიანად ანაზღაურებს კომპანია – საბურთალოს რაიონის გამგებელი

GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ...

პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, მაგრამ მის მიერ მიღებულ კანონებს, დიახ, ვასრულებ! – გვარამია

ეს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და არჩეული, ლეგიტიმური პირი არ არის - ყაველაშვილს ჰყავს ხალხიც შეწყალებული,...

ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან – მათიკაშვილი

ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან - ამ რელსებზე გადადის ევროკავშირის ბიუროკრატია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო...

ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო,...

GWP წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს – კალაძე

საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია GWP  წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა...

სლოვაკეთში რობერტ ფიცოსა და კრემლთან მისი კავშირების წინააღმდეგ აქციები გაიმართა

სლოვაკეთში 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების 37-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა. დემონსტრანტები კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევასა და რობერტ ფიცოს...

“აივანზე “ტენტების” მონტაჟისთვის ავანსად ₾24 000 გამოართვა და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა” – დააკავეს 1 პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს."დადგინდა, რომ მოქალაქემ აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის სერვისის...

ტრამპი, ეპშტეინი და პუტინის ოლიგარქები: რა გაირკვა Deutsche Bank-ის დოკუმენტების გაჟონვის შედეგად

Deutsche Bank-ის შიდა დოკუმენტების მასშტაბურმა გაჟონვამ გამოააშკარავა ბანკის საქმიანი კავშირები რუს მილიარდერებთან. სანქციებთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, ბანკი წლების განმავლობაში...

ღამით მანქანის ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა – შსს

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. შსს-ს ცნობით, ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა."რეგულაციის...

გარე ზეწოლა რუსეთისთვის მნიშვნელოვან სტიმულად იქცა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგებთან ადაპტირება. ამის შესახებ მან, შენჟენში, აზია-წყნარი...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...