ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს დადიანების სასახლის ყოფილი ხელმძღვანელი, ანზორ ოყუჯავა.მან დადიანების სასახლის დირექტორის პოსტი დაკავებამდე თვენახევრით ადრე დატოვა, თუმცა მედიაში მუზეუმში საკადრო ცვლილებების შესახებ ცნობილი ორი კვირის წინ გახდა. ანზორ ოყუჯავა ზუგდიდში დააკავეს – ზუგდიდშივე გაიმართა მისი სასამართლო პროცესი სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს – ადგილობრივების ცნობით, ოყუჯავას წინასწარი პატიმრობა არ შეფარდებია.
ანზორ ოყუჯავა ზუგდიდის მუზეუმის ხელმძღვანელად 2021 წელს დაინიშნა – ამ დროს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იყო. ოყუჯავას რეკომენდაცია დადიანების მუზეუმის ხელმძღვანელის პოსტზე ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გაუწია. ოკუჯავა მუზეუმის ხელმძღვანელოს პოსზე ირაკლი ჭითანავამ შეცვალა.
შსს–ს ინფორმაციით, ოყუჯავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს – ეს მუხლი გულისხმობს: “ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას.”
“ანზორ ოყუჯავა იყო რამდენიმე ხნის წინ მუზეუმის თანამშრომელი და ახლა არ არის, გათავისუფლებულია ჩემი ბრძანებით, 1 თვეზე მეტია. იმიტომ გათავისუფლდა, რომ არ იქცეოდა შესაბამისად, ბრძანებაში წერია ეს, მე არ მომეწონა მისი მოქმედება, შესაბამისი და ადეკვატური არ იყო სამსახურში, ამიტომ მივიღე მისი გათავისუფლების შესახებ,” – ამბობს კალანდია ტვ პირველთან საუბრისას.


