“დაიკიდეთ ნანა კოსტავები, გარშემო უამრავი ბავშვია და უბრალოდ ყველას ჩაეხუტეთ ყოველწამს”-სალომე ბარკერი


“დაიკიდეთ ნანა კოსტავები, გარშემო უამრავი ბავშვია და უბრალოდ ყველას ჩაეხუტეთ ყოველწამს”- ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული გოგონას და, სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას საქმეზე არსებულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. სალომე ბარკერმა ის ვიდეო განმარტა, რომელიც ნანა კოსტავამ საკუთარ ფეისბუქზე არაეთიკური და სიძულვილის ენის შემცველი სათაურით გააზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნების დონეზე საერთოდ ვერ განვიცდი ამ ქუთაისის საკრებულოს წევრის გარშემო მიმდინარე ვნებათაღელვებს (ამასობაში შეიძლება დაძველდა კიდეც ეს საკითხი და უამრავი ახალი რამე ხდება სამყაროში, არ ვიცი), აქაიქ ვკითხულობ კომენტარებს და მომინდა “ორთითზეწამოცმულპრეზერვატივზე” რამე განმარტება გამეკეთებინა. თავის დროზეც ცოტა გაუგებარი ჟესტი იყო და ახლაც მგონია ბევრს არ ესმის რატომ ვქენი და რა “წერას ვყავდი ატანილი”. 🙂

“მეგობრებო, და არა მეგობრებო, 2018 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აი ისას პრეზერვატივის ერთერთი შეფუთვა, კერძოდ, ფინგერინგისთვის განკუთვნილი (დაგუგლეთ), ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივიანი მარცხენა ხელი, მიიჩნია მართლმადიდებელი მღვდლის მარჯვენა ხელად, ეს პრეზერვატივიანი ორი თითი (რომელზეც ე.წ. წითელი ლაქიც უსვია მეპატრონეს) კი ამავე მღვდლის მიერ მრევლისადმი პირჯვრის გარდასახვად, შესაბამისად, “რელიგიური გრძნობების შეურაწყოპის” მოტივით აი ისას ამ კონკრეტული ნახატის დატანა აუკრძალა პრეზერვატივზე, და კიდევ დააჯარიმა და ა.შ. გრძელი ისტორიაა.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როგორც ჩანს, მძაფრად აღვიქვამდი გამოხატვის თავისუფლების მიმართ განხორციელებულ ყველა ასეთ დარტყმას და შესაბამისი რეაქცია მქონდა – სასამართლოს მათივე გამოტანილი აბსურდული გადაწყვეტილების ილუსტრაციით დავცინე – ანუ, ის რაც წერილობით თქვა სასამართლომ, უბრალოდ ავიღე და ვაჩვენე ვიდეოში.

რა თქმა უნდა, როგორც კინოს საუკეთესო ტრადიციებს შეეფერება, ნანახი ვიდეოთი უფრო აღშფოთდა ყველა, ვიდრე წაკითხული განაჩენით. ესეც გასაგებია, არ განვიცდი. საერთოდ, მოგატყუებთ რომ გითხრათ რამეს განვიცდი ამ წუთას, მაგრამ არც თავის დროზე არ მაღელვებდა უამრავი უმისამართო ლანძღვა და მუქარა, რომელიც მაშინ მივიღე და ზოგიერთი ტვინგაყინული მეგობრის რეაქციაც “ნუ ეხა ეს ძაან იყო”. 🙂

კონკრეტულად არც “განდონიან პირჯვარშია” საქმე და არც ამ ერთ თუ ორ სახელსა და გვარში. ნანა კოსტავასაც აქვს გამოხატვის თავისუფლება, რომლითაც უკვე არაერთხელ ისარგებლა და საკუთარი შინაგანი სიმდიდრე გამოავლინა. რადგან ხალხის არჩეულია, ამ ხალხსაც სრული უფლება აქვს თავისივე არჩეული თანამდებობიდან უკან მოუხედავად გააჯმევინოს. თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ისარგებლე გესლის ნთხევის თავისუფლებით? აგე პასუხი.

რაც შეეხება ამ “ღვთისმოშიშობას” და ვითომ “მორწმუნეობას”, რომლის მიხედვითაც რაღაც ბოროტი ძალები ადამიანებს დასდევენ და სჯიან, ზოგჯერ მინატრია, ნეტა მართლა რამის მჯეროდეს მაგ ველში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არასდროს არ მიფიქრია, რომ არსებობს რამე უფრო უკეთესი, უფრო შთამბეჭდავი, უფრო მუდმივი და უფრო სავსე, ვიდრე სიცოცხლე და სიყვარული. ძალიან ვწუხვარ ყველა იმ წუთის გამო, როცა ეს დამავიწყდა. ვეცდები აღარასდროს დამავიწყდეს და თქვენც იმავეს გისურვებთ. დაიკიდეთ ნანა კოსტავები, გარშემო უამრავი ბავშვია და უბრალოდ ყველას ჩაეხუტეთ ყოველწამს”-წერს სალომე ბარკერი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

პოპულარული

კრემლის პროპაგანდა კობახიძის განცხადებებს ტირაჟირებს და თბილისისგან „რუსოფობიის ძირშივე აღმოფხვრას“ ელოდება

ირაკლი კობახიძის განცხადებები ქვეყანაში „რუსოფობიის ძირშივე აღმოფხვრის“ შესახებ წამყვანი...

არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიაში: მემარცხენე პარტია და AfD იმარჯვებენ

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ლანდტაგის არჩევნებში, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით,...

ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა...

მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა „ქოცების“ დივერსიაა – სააკაშვილი

მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა ”ქოცების” დივერსიაა... ჩემი პოლიტიკა...

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს...

 მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას,  ერთს ვიტყვი: „პაგონები“ არ დარჩეს ციხის გზაზე – ელისაშვილი 

მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ,...

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას...

ყველა ამბავი

კახეთში, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 70 წლამდე კაცი დააკავეს

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.შსს-ს ცნობით, ბრალდებული კაცი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლებით...

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – პაპუაშვილი

" ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე "  - ამის შესახებ "ქართული ოცნების"...

24 საათში, განადგურებული ან დაზიანებულია რუსეთის 2 219 სამიზნე – რობერტ მადიარ ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი. აცხადებს, რომ 24 საათის განმავლობაში განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 2 219...

არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიაში: მემარცხენე პარტია და AfD იმარჯვებენ

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ლანდტაგის არჩევნებში, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). ბერლინის დეპუტატთა პალატის არჩევნებში კი პირველ...

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე „ნავთობის ინდუსტრიის საკვანძო საწარმოსა და ლოგისტიკურ ობიექტზე“ დარტყმები და, მათ...

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს ქვეყნების უმრავლესობა ვერ შეძლებს რუსეთის სარაკეტო შეტევის მოგერიებას, — მიიჩნევს...

ბრაზილიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ChatGPT-ს უთხრა, რომ საკუთარი შვილის მოკვლა სურდა. რატომ ქმნის ეს იურიდიულ პრეცედენტს

„მე მას 50 ათასი შევთავაზე, რომ მე და ჩემი შვილი მოეკლა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა.“ „მინდოდა...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად. რეგიონის თავზე 249 უკრაინული უპილოტო...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ბენზინსა და დიზელზე „საწვავის შეღავათს“...

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. Європейська правда-ს კორესპონდენტი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ეს...

CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალეს

მედიასაშუალებებმა CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ შაბათს განაცხადეს, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც იმავე დღეს მათი ჟურნალისტები...

ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნა დიდი ხნის ნანატრი იყო. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის...