“ვულოცავთ პარლამენტს.თუმცა კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება“–აშშ–ს საელჩო საქართველოში საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის შესახებ

ამერიკის საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტს განცხადებით ეხმაურება. საელჩო ცვლილებებს დადებით შეფასებას აძლევს, თუმცა აცხადებს, რომ არსებობს ხარვეზები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსწორებას საჭიროებს:

“განცხადება ეუთო/ოდირის რეკომენდაციაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმების მიღების შესახებ | Statement on the Passage of OSCE/ODIHR-Based Election Reforms

ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამერიკის საელჩომ სიამოვნებით დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის დისკუსიებს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციების დაფინანსებას, რომლებმაც ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლების ანგარიშებში აღნიშნული ძირითადი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად პრაქტიკული რეკომენდაციები მოამზადეს.

მიღებული კანონი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. მათ შორისაა, საჯარო სამართლის პირებისთვის სამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიის აკრძალვა, კამპანიის დაფინანსების განახლებული რეგულაციები, ზომები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, მესამე მხარის დაფინანსების წესების განმტკიცება.

თუმცა, კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება. ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე.

დღეს მიღებული კანონი უნდა განხორციელდეს ეფექტურად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც ყოველთვის, ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას.“–ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

პოპულარული

გია ბარამიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის...

Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა

ბრიტანულმა ნეობანკმა Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა, რადგან...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის...

რას მალავს „ოცნება“ ჩორჩანას საგუშაგოზე

შესაძლოა ხელისუფლება მზადაა ჩაიდინოს მძიმე ღალატი და ქართული მიწები...

Forbes: ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს

ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს და რეგიონის...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების წერილები პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი...

„ივანიშვილი მკვლელია“: ანი წითლიძე პროკურატურისგან ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს....

ყველა ამბავი

თურქეთი: LGBTQ+ თემის წინააღმდეგ რეიდებისას 162 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ შაბათ-კვირას ჩატარებული რეიდების ფარგლებში სულ მცირე 162 ადამიანი დააკავა და ექვსი LGBTQ+ ორგანიზაციის ოფისი გაჩხრიკა. ხელისუფლების განცხადებით,...

უკრაინა და პოლონეთი აცხადებენ, რომ რუსეთმა ვარშავისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელს დაარტყა

რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე, NATO-ს წევრი პოლონეთის საზღვართან ახლოს, ორი დრონით იერიში მიიტანა, — ამის შესახებ კვირას უკრაინისა და პოლონეთის...

“სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას“– რის თქმას ცდილობს ირანის ელჩი საქართველოში

ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი ორ დღეში ორ ფეისბუქ სტატუსს აქვეყნებს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე საერთაშორისო სანქციების რეჟიმის...

The Telegraph: შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან – წერს გამოცემა The Telegraph. დღეს სამი მთავრობის...

Forbes: ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს

ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს და რეგიონის ქვეყნებს დრონებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჯავშანტექნიკას აწვდის,...

Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა

ბრიტანულმა ნეობანკმა Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა, რადგან სახელმწიფო უწყების სახელით გაგზავნილი ყალბი მოთხოვნა ნამდვილ მოთხოვნად მიიჩნია. ამის...

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ასევე, ერთი ადამიანი დაშავდა.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის...

ტრამპმა ირლანდიის გაერთიანებას „ძალიან მაგარი“ უწოდა — როგორ შეხვდნენ მის განცხადებას დუბლინში, ლონდონსა და ვაშინგტონში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დუბლინში განაცხადა, რომ ირლანდიის გაერთიანება „ფანტასტიკური“ და „ძალიან მაგარი“ იქნებოდა, რითაც დაარღვია მისი წინამორბედების დაუწერელი...

მექსიკის მთებში აღმოჩენილმა ფარულმა კრიპტოფერმამ ნარკოკარტელების დაფინანსების საკითხი წამოწია

Reuters: ნარკოკარტელები კრიპტოვალუტის გამოყენებაზე სულ უფრო მეტად გადადიან ექსპერტების აზრით, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაულმა მომდევნო წლებში შესაძლოა ახალ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწიოს ცენტრალური მექსიკის...

ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი „უცნობმა ქალმა“ მოიპოვა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი — „ოქროს ლომი“ — დანიელი რეჟისორის მაი ელ-ტუხის დრამამ „უცნობი ქალი“ (Woman Unknown)...

DW: ზელენსკიმ პუტინს მაიამიში შეხვედრა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინს მაიამიში, დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე შეხვდეს, თუ...

გია ბარამიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. პროცესზე...