ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება – ომბუდსმენი „ნაცმოძრაობის“ შეკრებაზე

“ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება” – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვდერას საკუთარ მხარდამჭერებთან.

„ბოლო დღეებში ხშირად ისმის კითხვები, რამდენად უნდა ჩატარდეს არჩევნები დამძიმებული პანდემიური სიტუაციის ფონზე; ვრისკავთ თუ არა, საზოგადოებრივ ჯანმრთლეობას და ადამიანების სიცოცხლეს არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარების გამო? ამ შეკითხვებს რომ პასუხი გაეცეს, საკითხი უნდა დავსვათ შემდეგნაირად – შეიძლება თუ არა, წინასაარჩევნო ღონისძიებები და კენჭისყრის დღე გახდეს ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების საფრთხე? თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, დემოკრატიულმა ქვეყნება არჩევნები ძირითადად მარტისა და აპრილის თვეებში გადადეს, ვინაიდან შემოღებული აკრძალვების ფონზე, კამპანიის სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელი იყო, ასევე, არჩევნების დღე შეიცავდა მაღალ რისკს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით (მაგ. დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, იტალია).

იქ სადაც ჩატარდა არჩევნები, შემოღებული იყო უსაფრთხოების რეგულაციები (დაახლოებით მსგავსი იმისა, რის შემოღებასაც ცესკო არჩევნების დღეს აპირებს). თუმცა, ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნებში შესაძლებელი იყო ხმის მიცემის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება (ონლაინ ხმის მიცემა, ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემა). ამან მნიშვნელოვნად განტვირთა არჩევნების დღეს უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა და შეამცირა ვირუსის გავრცელების რისკები. (ისრაელი, სამხრეთ კორეა, კანადა, ავსტრალია, გერმანია).

რა სიტუაცია გვაქვს ჩვენ: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ხმის დისტანციურად მიცემის შესაძლებლობები, ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ა. საარჩევნო უბნის შესასვლელებთან გადატვირთულობა, რაც შექმნის მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს; ბ. ამომრჩევლის პასიურობის შემთხვევაში, გამოცხადების დაბალი მაჩვენებელი.

ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის წუხილის საგანს წარმოადგენს ის, რომ მოქალაქეებმა შეიძლება უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე საკუთარი, თუ ოჯახების წევრების ჯანმრთელობის გამო, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ცალკეული ფენების საარჩევნო უფლების შეზღუდვის და, შესაბამისად, მათი არათანაბარი მონაწილეობის საფრთხეს ქმნის.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, იმ ვითარებაში, როდესაც გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში (მაგალითად, ბათუმში) შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, მიმაჩნია, რომ, პირველი – ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება; მეორე – საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას.

სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქვეყნებში, სადაც მკაცრი წესებიც მოქმედებს და საზოგადოებაც მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანია, სამედიცინო სექტორი მეტნაკლებად მომზადებული, ხმის მიცემის ალტერნატიული გზები გამართული, არჩევნების ჩატარება სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე შესაძლებელია, ხოლო დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სამედიცინო სექტორში არსებული რთული ვითარების, არასაკმარისი რეგულაციების და მათ აღსრულებაზე არასათანადო კონტროლის ფონზე, რაც დღეს სახეზე გვაქვს, ვფიქრობ, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკის წინაშე ვართ. ფაქტია, ამ საკითხებზე მეტი კვალიფიციური და პოლიტიკური მოტივაციებისგან დაცლილი მსჯელობაა საჭირო და შეიძლება მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები“, – წერს ლომჯარია.

პოპულარული

გროსუ: საქართველოს შურს მოლდოვისა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ ევროინტეგრაციისკენ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ, მისი აზრით,...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

მე მათ ვუთხარი: „თქვენ თანახმა ხართ“- ტრამპი „ენერგეტიკულ ზავზე“

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოჰაიოში წინასაარჩევნო მიტინგზე გამგზავრებამდე, ჰკითხეს,...

რომის პაპს ფილტვში კვანძის აღმოჩენის შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდება

რომის პაპმა ლეო XIV-მ კვირას განაცხადა, რომ ექიმებმა მის...

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ  ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა...

ბრიუსელის პოლიტიკამ EU-ს სტრატეგიული ინტერესები, საქართველოსთან მიმართ დააზიანა – მახაშვილი

ევროკავშირის საბჭოს სხდომა, სადაც კაია კალასის და სხვათა მიერ...

ყველა ამბავი

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის და მის კონტროლქვეშაა.მილიარდერმა ილონ მასკმა...

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს – ბერნემი

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თემთა პალატაში ყოველკვირეული სესიის დასაწყისში კითხვებზე პასუხისას...

გროსუ: საქართველოს შურს მოლდოვისა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ ევროინტეგრაციისკენ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, საქართველო ხშირად აკრიტიკებს მოლდოვას ევროპულ გზაზე ამ ორ ქვეყანას შორის...

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? უპასუხეთ კითხვებს! – ოქიტაშვილი ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებს

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? „ოქიტაშვილი ბიძინას აგენტია“ , „მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ“ - ხომ თქვენი სიტყვებია?...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული ოცნება არ მიუწვევიათ. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, Euroscope წყაროზე დაყრდნობით...

რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! – რუტე

"რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! "  - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტალინში გამართულ...

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – ნაქურდალის სამალავში 90 000 ევროს ძვირფასეულობა აღმოაჩინეს

იტალიის სამართალდამცავებმა ქალაქ უდინეს ცენტრში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც ლიკვიდირებულია ბინის ქურდების მაღალორგანიზებული ჯგუფი.გამოძიების ინფორმაციით, ფაქტზე დააკავეს საქართველოს...

საქართველოს სტრუქტურებიდან ინფორმაცია აქვთ მიღებული: ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელში, Renew Europe-ის ლიდერთა სამიტზე საგანგებოდ...

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ  ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, რომ შესაძლოა აშშ-მა მასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტოს, თუ...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, „სპეისიქსმა“ უკრაინაში სატელიტური კავშირის სისტემა „სტარლინკის“ სამხედრო სერვისის, „სტარშილდის“, მოძრავ ტერმინალებზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა. როგორც  უკრაინელი...

რუსეთმა კიევზე მორიგი მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა

13-14 ოქტომბრის ღამესა და გამთენიისას, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართული იერიში მიიტანეს კიევის რამდენიმე ენერგოობიექტზე, მათ შორის დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს თბოელექტროსადგურზე...

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა - თავდასხმის...