კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე – დავით ბერძენიშვილი სატელევიზიო სივრცეში ტაიმ-აუტს იღებს

„კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „რესპუბლიკელების“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი წერს. ბერძენიშვილი აცხადებს რომ ის ერთი თვე არ წავა არც ერთ პირდაპირ ეთერში, ის მოუწოდებს მისი თაობის პოლიტიკოსებს გადაიწიონ გვერდზე და გზა დაუთმონ მომავალ თაობას.

„ამდენი წლის მერეც ელემენტარული სიმართლის შეხსენება მაინც საჭირო ყოფილა ზოგი წესიერი ადამიანისთვის:

2007 წ. 2 ნოემბრის გრანდიოზული აქცია არ იყო „არკადის“ აქცია. 7 ნოემბრის დარბევა იყო სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი არა მარტო მისი სისასტიკით, არამედ ცრუ ბრალდებით, თითქოს რუსეთის აგენტები ვაწყობდით ამ აქციებს და მოტყუვდა უამრავი ჩვენი გულშემატკივარი. თავს ნუ მოიტყუებთ ამდენი წლის მერე მაინც.

2008 წ. 13 და 20 იანვრის უზარმაზარი აქციები (რუსთაველი/ თავისუფლების მოედანი და იპოდრომი) ბადრის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ „გრეჩიხაზე“ ოთხჯერ ნაკლების ხმის მიღებისა და ბადრის გარდაცვალების მერე, არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად ჩატარდა. მთელი თბილისი იქ იყო. თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 42 პროცენტი აიღო, მიშამ 30- ის მიდამოებში და ბადრიმ დაბალი ერთნიშნა.

ნიკა მელია, მაგალითად, იმ ასიათასიანი აქციების მონაწილე იყო. ვინც იქაც „გრეჩიხას“ გამო არ ბრძანდებოდით, თქვენი უფლება იყო. მაგრამ დღეს ამით საკუთარი სიმართლის და გამჭრიახობის მტკიცება ღიმილის მომგვრელია, მეტიც – „აბა გრეჩიხა ჯობდა?“ არჩევნების გაყალბების მიღების დოქტრინაა.

ევროატლანტიკური არჩევანის მომხრე იყო ოპოზიციის ამომრჩეველი 2008 წ. იანვრის პლებისციტზე, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის დეკლარირებული პოზიცია შედეგებში აისახა და რუსების აგენტებად თუ გავლენის აგენტებად მაშინდელი ოპოზიციის წამყვანი ძალების მიჩნევა შეცდომაში გაჯიუტებაა.

მომდევნო წლებში 7 ნოემბრის და 20 იანვრის ხელისუფლებიდან უფრო წონიანი ხალხი გაეშურა ჩრდილოეთისკენ და „მწვერვალებიც კი დაიპყრო“, რუსულ „ოლიმპზეც“ გაიელვა, ვიდრე მაშინდელი ოპოზიციის სუსტმა ფრაგმენტმა შეძლო….მომცრო იყო მისი პოლიტიკური ფასი და მონაგარი მოსკოვში.

ასევე, 2019 წ. 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სახელისუფლებო შეფასება ისევე სამარცხვინოა, როგორც უმოწყალო, მრავალსაათიანი დარბევის გამართლება.

მე რომ მარბევენ ცუდია და მე რომ ვარბევ, კარგია – ეს სადაური სამართალია? არადა, ასე გამოსდის ზოგს….არც ერთი ხელისუფლება არ მომწონს, არც მისი ოპოზიცია მომწონს – ამიტომ სახლში დავჯდები – ესაა შექმნილ ვითარებაზე ამ ფრთხილი ხალხის პასუხი?

არც „სირცხვილიას“ ანტისაოკუპაციო აქციაზე ყოფილა ამ ზომიერი ანტი/ ანტი ხალხის მოზღვავება.

სამოქალაქო აქტივისტებს რაღას ერჩით?

ხელისუფლება უმცირესობაშია. ეს დადასტურდა 31 ოქტომბერს.

დასავლური ღირებულებების ადამიანებიც დიდ უმცირესოსობაშია – აქეთაც და იქითაც საკმაოდაა ორპოლუსიანობის, მტრის ხატის პოლიტიკის მოსურნენი…ოცდაათი წელია, რაც მყარ უმრავლესობაში არიან.. ესეც დადასტურდა არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სიმართლე ესაა.

მაინც ეს უმცირესობა( მეტწილად ახალგაზრდები) უზრუნველყოფს ჩვენს გაევროპელებას…მაგრამ მეტი რისკით, მეტი წვალებით….სამწუხაროდ, უფრო გვიან

(განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები.

ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ( ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90- იანებიდან ვჩანვართ სულ) – გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც.

კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდე უფრო უმოწყალოდ….

ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია….ვისაც მეორე რიგში საკუთარი თავის დაკარგვის/ჩაკარგვის არ ეშინია.

განახლების მოშიში ხალხი მაინც წააგებს. მეორე რიგში ყოფნაც არავის აქვს გარანტირებული.

P.S. ჩემი გულწრფელობის დასადასტურებლად, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ეს ერთი თვე არ წავალ არც ერთ პირდაპირ ეთერში. არ გაღარიბდება ამით ქართული ტელესივრცე“, – წერს ბერძენიშვილი.

პოპულარული

გიორგი ფეიქრიშვილი მოქალაქეს მოკლვლით ემუქრებოდა, თუ ის დიდ ფულს არ გადაუხდიდა – შსს განცხადებას ავრცელებს

"უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში...

ჩინეთის ლიდერი აშშ–ში ჩადის. რას უნდა ველოდოთ სი ძინპინის დონალდ ტრამპთან ვიზიტისგან

ჩინეთის უცვლელი ლიდერი სი ძინპინი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში...

ევროკომისია უნგრეთისთვის 4,2 მილიარდი ევროს დაფინანსების განბლოკვას ითხოვს

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს შესთავაზა, გააუქმოს უნგრეთის მიმართ 2022 წელს...

გარდაიცვალა მსახობი მარინა ვლადი

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი, ვლადიმირ...

“ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული“–ვილი სანიოლის გამომშვიდობება საქართველოსთან

ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი...

პოლონეთი მზად არის Patriot-ის რაკეტების საწარმო ააშენოს

თუ კიევი აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ასეთი...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“: ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მე-7 წერილს...

პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია – პესკოვი

ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია,...

ყველა ამბავი

პოლონეთი მზად არის Patriot-ის რაკეტების საწარმო ააშენოს

თუ კიევი აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ასეთი საწარმოს აშენება პოლონეთში, უსაფრთხო ტერიტორიაზე, მიზანშეწონილი იქნება, — განაცხადა ქვეყნის...

ბათუმში მიკროავტობუსი ქვეითებს შეეჯახა. დაიღუპა 5 წლის ბავშვი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 5 წლამდე ბავშვი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი,...

ევროკავშირის წარმომადგენლობა:ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას...

ზელეგიტიმურები ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია–ზურა ჯაფარიძე ქართული ოცნების იზოლაციის მასშტაბებზე

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას და აშშ–ში ჩასვლას სტატუსს უძღვნის, რომელშიც აანალიზებს მის შეხვედრებს...

“ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს“–სოხუმის დაცემს დღეს საქართველოს მეგობრები განცხადებებს ავრცელებენ

დღეს სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა.ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნები.საქართველოში აშშ-ს საელჩო, სოხუმის დაცემის...

სასულიერო პირმა ყველაზე კარგად უწყის, თუ რას ნიშნავს მორწმუნისთვის წინაპართა სალოცავი–მთავარეპისკოპოსი ზენონი აზერბაიჯანელ სასულიერო პირებს მიმართავს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პასუხად გავრცელებულ  მწვავე განცხადებას დმანისისა და აგარაკ-ტაშირის...

“ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული“–ვილი სანიოლის გამომშვიდობება საქართველოსთან

ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით - მთელი...

რომის პაპის მესას პარიზში ასობით ათასი ადამიანი დაესწრო

შაბათს, 26 სექტემბერს, პარიზში, კონკორდის მოედანზე, რომის პაპ ლეო XIV-ის მესას დაახლოებით 700 ათასი ადამიანი დაესწრო — 100 ათასით...

აფეთქება რუსეთის უდიდეს ქვანახშირის საბადოზე — არიან დაღუპულები

იაკუტიაში, ელგის საბადოზე — რომელიც რუსეთში ყველაზე დიდი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოქსირებადი ქვანახშირის საბადოა — შაბათს, 26 სექტემბერს,...

ჰაკერებმა FBI-ის სისტემა გატეხეს: მოპარულია სპეციალური აგენტების კონფიდენციალური მონაცემები

იბერდამნაშავეები, რომლებმაც FBI-ის სისტემები გატეხეს, აცხადებენ, რომ ათასობით სპეციალური აგენტის უაღრესად კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები მოიპოვეს. კიბერშეტევის დეტალები მათ დარქნეტში...

ბილ გეიტსი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მილიარდი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს

Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის შეფასებით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაღუპვა გამოიწვიოს. „ეჭვგარეშეა, ხელოვნურ ინტელექტს საკმარისი ძალა აქვს იმისთვის,...

Volkswagen და Audi გერმანიაში დეფექტის გამო მილიონამდე ავტომობილს უკან იწვევენ

Volkswagen-ი, Audi და Seat გერმანიაში სულ მცირე 950 ათას ავტომობილს იწვევენ უკან. მიზეზი საჭის მართვის სისტემაში არსებული დეფექტური ჭანჭიკია,...