Facebook Messenger-ს მესიჯის წაშლის ფუნქცია დაემატა

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მესენჯერს მესიჯის წაშლის ფუნქცია დაემატა. თუმცა სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით მესენჯერში მესიჯის წაშლა გაგზავნიდან მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ეს ფუნქცია მიზნად ისახავს შეცდომით გაგზავნილი მესიჯების თავიდან აცილებას. აქამდე მესიჯის წაშლა შეიძლებოდა მხოლოდ საკუთარი თვალთახედვიდან ანუ მხოლოდ გამგზავნისთვის წაიშლებოდა და მიმღები მას ჩვეულებრივად ნახავდა. აპლიკაციაში მესიჯის წაშლას შეძლებენ როგორც IOS-ის ისე Android-ს მომხმარებლები.
მარკ ცუკერბერგმა ამ ფუნქციაზე მუშაობა გასული წლის აპრილში დაიწყო.