Facebook-მა დააპატენტა ტექნოლოგია

{{ARTICLEIMAGE}}

Facebook-მა იცის თუ სად იმყოფებით და მალე იმასაც გაიგებს თუ სად გეგმავთ წასვლას. მედია გიგანტმა შესაბამისი ტექნოლოგია უკვე დააპატენტა. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

ტექნოლოგია ინტერნეტთან წვდომის გარეშეც გეტყვით თუ სად იქნება თვენი მომდევნო გაჩერება. ამისთვის კი სოცქსელი წარსულში შეგროვილ ინფორმაციას გამოიყენებს. ახალი ფუნქციის მეშვეობით Facebook-ი ინტუიტიურად, ისე შეეცდება გამოიცნოს თუ სად გეგმავთ წასვლას, როგორც ეს შესაძლოა ადამიანმა გააკეთოს.

წინა დღეებში შეგროვილი ინფორმაციის გარდა არ არის გამორციხული Facebook-მა WiFi, Bluetooth, ფიჭური ან NFC სიგნალის მონაცემები, ან თუნდაც მის მფლობელობაში არსებული Instagram-ი და WhatsApp-ი გამოიყენოს.