საქართველოში აღარ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი- ევროპარლამენტარი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საქართველოში აღარ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელიც სამართლებრივად არ იდევნება.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და თალაკვაძეს დაპირებები არ შეუსრულებიათ. 

,,რა თქმა უნდა, მძიმედ ვართ შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ დავინახეთ,რომ ჩვენს მიმართ ბიძინა ივანიშვილისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოცემული დაპირებები არაა შესრულებული. ერთ-ერთი ოპოზიციასთან დიალოგს ეხებოდა უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეორე კი ოპოზიციონერი ლიდერების დევნას. რა ინფორმაციაც გვაქვს, იმას თუ დავეყრდნობით, ჩანს რომ აღარ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი”,- აცხადებს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, რისი ყურებაც მათთვის მტკივნეულია.

,,დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა და ეს ევროპარლამენტარების იმ ნაწილსაც გვაშფოთებს, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის. ჩვენთვის ასეთი რამის ყურება ძალიან მტკივნეულია. ვიცი რომ ევროპარლამენტში შეხვედრებია ჩანიშნული მიმდინარე კვირას, რაც მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტარებს ექნებათ საერთო დეკლარაციაც და კარგი იქნება თუ ქართული დელეგაცია გაითვალისწინებს ჩვენს შეშფოთებას,”- აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.