ახალციხეში მასწავლებელმა გამოცდაზე ტელეფონიდან გადაწერა სცადა

12 ივლისს, მათემატიკაში კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, მასწავლებელმა ტელეფონი მალულად შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას “სახმრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გაფრთხილების მიუხედავად, მასწავლებელმა გამოცდაზე  ტელეფონი ჩუმად  შეიტანა.

გამოცდის პროცესში, პედაგოგმა ჯერ რამდენჯერმე შენიშვნა მიიღო, შემდეგ გაფრთხილება, ბოლოს კი გამოცდიდან მოხსნეს.

მასწავლებლის ვინაობა და სხვა პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია.