“ქართული ოცნების” წევრი გიგა ბუკია აცხადებს, რომ თუ კი ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა აგოს პასუხი, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი უმიზეზოდ ბრალდება.
„ამ ქვეყანაში თუ წვიმს ბიძინა ივანიშვილის ბრალია. თუ გვალვაა ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია, მუდმივად, რაც კი ქვეყანაში ხდება და მათშორის შესაძლო დანაშაულს, თუ ვინმე საქმე ჩადის და ამაზე პასუხის მოთხოვნა , ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბრალი. სინამდვილეში რა ხდება, ძალიან მარტივად არის საკითხი. ჯერ კიდევ იმ დროს როდესაც გენერალური დირექტორი იყო გვარამია რუსთავი 2-ისა, როგორც ჩვენ გვახსოვს თანამონაწილეები დაობდნენ და მათ შეიტანეს საჩივარი რომ რაღაც ფინანსურ დარღვევებზე ჰქონდათ მათ ეჭვი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ვალდებული იყო საქმე აღეძრა, დაეწყო მოკვლევები. თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობს და ეს კითხვის ნიშნები ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი,“-განაცხადა გიგა ბუკიამ.