ამერიკაში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით ინფიცირებული ვაშინგტონში გარდაიცვალა.

ვირუსის  პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნიუ იორკშიც. ინფიცირებულია 30 წლის ქალი, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ვაშინგტონში, 29 თებერვალს დაფიქსირდა.