“არ ვიცი რა ღირს, ლაშა ტალახაძის მხარდამჭერობა,მაგრამ სხვაგვარად თვალთხარიას არავინ უჭერს ამ ქვეყანაში მხარს”- გვარამია

 

“არ ვიცი რა ღირს, ლაშა ტალახაძის მხარდამჭერობა,მაგრამ სხვაგვარად თვალთხარიას არავინ უჭერს ამ ქვეყანაში მხარს”- ასე ეხმაურება ზუკა ბერძენიშვილს მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს კრიტიკას, “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია. 

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს აკრიტიკებს და სოციალური ქსელის მეშვეობით სპორტსმენს მიმართავს.

“ზუკა ბერძენიშვილი არის პატრიოტი მაგარი კაცი. მის ასაკში ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის გაკეთება რომ გეღირსება, ნამდვილი ბედნიერებაა.

ლაშა ტალახაძე არის ფენომენალური სპორტსმენი და მას მხარს მხოლოდ იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული დროშის ქვეშ გამოდის ასპარეზობებზე. თუმცა, ქართული დროშის ქვეშ გამოსვლა და დიდი გამარჯვებები, ერის მოღალატეების და ქვეყანაში რუსეთის შემომყვანების გვერდში დგომის ინდულგენცია ნამდვილად არ არის.

მე არ ვიცი, რა ღირს ლაშა ტალახაძის მხარდამჭერობა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ღირს, სხვაგვარად სალომე ზურაბიშვილს და თვალთხარიას არავინ უჭერს ამ ქვეყანაში მხარს და ვერც მასზე გავაკეთებთ ალოგიკურ დაშვებას. პატრიოტები კი ფულზე არ ყიდიან საკუთარ მხარდაჭერას, მით უფრო, როცა ქვეყნის ერთადერთი მტრის აგენტურის მხარდაჭერაზეა საუბარი – არც სპორტში, არც ხელოვნებაში, არც არსად.

ქვეყანას ნამდვილი და უანგარო, მებრძოლი პატრიოტები სჭირდება, რუსეთისგან თავის დასახსნელად, თორემ ლაშა ტალახაძე აღდგენილი სსრკ-ს სახელითაც ისე გამოვა და ახალ რეკორდებს ისე დაამყარებს, თვალს არ დაახამხამებს.

მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც არ უნდა დაამყაროს.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. გახარიამ ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა.