არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო?! – გახარია

“მე არ ვიცი, სოფიო ქაცარავა ოდესმე გუნდიდან წასული იყო?”- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კითხვას, რომელიც სოფიო ქაცარავას დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნას შეეხებოდა.

მისი თქმით, ,,ის დიდ ბრიტანეთში იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი”.

სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი და საპარლამენტო მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

გუშინ, 20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.