არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მიერ თანამდებობების დატოვებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მიერ თანამდებობების დატოვებას ითხოვენ. მესამე სექტორმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა , რომელშიც წერია, რომ ამ მოსამართლეების სისტემიდან წასვლის გარეშე- მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და დამოუკიდებლობის გამყარების პერსპექტივა რთულად წარმოსადგენია. მიაჩნიათ, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში სასამართლო სისტემის გაჯანსაღების რესურსი არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალ დაკომპლექტებასაც ითხოვენ. ამბობენ, რომ საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არამოსამართლე წევრები პარლამენტმა პოლიტიკური კონსენსუსით შედეგად უნდა დანიშნოს.

,, მიგვაჩნია, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების რესურსი. მიგვაჩნია, რომ საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, არ აქვთ მორალური უფლება იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შესაბამისად, მათ საკუთარი ინიციატივით უნდა დატოვონ საბჭოც და მოსამართლის თანამდებობაც. ამასთან მიგვაჩნია, რომ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ ასევე გავლენიანი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წევრებმა: მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ. აღნიშნული ცვლილებების გარეშე რთულად წარმოსადგენია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და დამოუკიდებლობის გამყარების პერსპექტივა“.- ნათქვამია განცხადებაში,