არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა კონტრაქტზე არ არის, მდინარაძე ტყუის- ხატია დეკანოიძე

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე მდინარაძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ლობისტურ კომპანიასთან ნაციონალური მოძრაობის კონტრაქტს ხელს არა ბათუ ქუთელია, არამედ ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი აწერს.

მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს კონტრაქტი წარუდგინა.

,,ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, წარმოდგენილია ბათუ ქუთელიას ხელმოწერა. მე ახლა წარმოგიდგენთ კონტრაქტს, სადაც ნათლად ჩანს, რომ არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის. აქ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერა, ამიტომ, ტყუის ბატონი მდინარაძე და მინდა, ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა,” – ამბობს ხატია დეკანოიძე.

დღეს ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა მითითებული.