აშშ-ში სამშენებლო ამწე საცხოვრებელ შენობას დაეცა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშენებლო ამწე მრავალსართულიან სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა დალასში მომხდარი ინციდენტისას. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

სამშენებლო ამწე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მის ახლოს მდებარე ავტოსადგომს დაეცა. შედეგად შენობის ოთხი სართული და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

ამწის ვარდნის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.