,,აჭარის მაუწყებელში სუს-ია”- ჟურნალისტების წუთიერი დუმილი პირდაპირ ეთერში

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა პროტესტი წუთიერი დუმილით გაამოხატეს. მათი თქმით, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე შტურმი მიმდინარეობს, თანამშრომლებს დევნიან და აშანტაჟებენ სხვადასხვა ფორმით.

“ჩვენ ახალი ამბების გუნდის, ჰეშთეგის და ბევრი სხვა გადაცემის სახელით გვინდა, ერთ წუთიანი დუმილის უფლებით ვისარგებლოთ და ამ დუმილის ფორმატით გამოვხატოთ პროტესტი, იმ პროცესის მიმართ რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ღია მცდელობა, ღია შტურმი მიმდინარეობს. ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით. აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან და ამ ყველაფერში რათქმაუნდა ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი ქართული ოცნებიდან. ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთ წუთიანი დუმილით” – განაცხადა გადაცემა “მთავარი”-ს წამყვანმა თეონა ბაკურიძემ.

დღეს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თანამდებობა თვითონ დატოვა 4 დღის წინ საინფორმაციოს რედაქტორად დანიშნულმა ნინო ხაჟომიამ.