ავარია ზუგდიდში – დაშავებულია 5 ადამიანი

ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებიან და  შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.