ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მახინჯაურის დასახლებაში მოხდა. ავტობუსი მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შეჯახების შედეგად კი მსუბუქი ავტომობილი ზებრაზე მოსიარულე ქვეითს. ქვეითი საავადმყოფოში გადაიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში.
გამოძიება 276ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.