ავტოსაგზაო შემთხვევა მახათას მთაზე – არის მსხვერპლი

თბილისში, მახათას მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. 

ადგილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.