ბანკში პენსიის რიგში 82 წლის პენსიონერი გარდაიცვალა

ხობში, „ლიბერთი ბანკის“ პენსიის რიგში 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთიდან იყო.

„დაახლებით 80 წლამდეა, ნათესავი ახლდა თან, მანამდე გულზე ნაოპერაციევიც იყო“, -აცხადებს ოჯახის ახლობელი შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.