„ბატონო ბიძინა გვიშველე”,- ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

„ბატონო ბიძინა გვიშველე”,- ამ ლოზუნგით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მოქალაქეებმა და ექიმების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ვარაუდობენ, რომ ათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა მიზანმიმართულად ჭიანურდება და საავადმყოფოს გასხვისება ემუქრება. აქციის მონაწილეები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისგან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ. მოგვიანებით, მათ უწყებისგან განმარტებები მიიღეს და უთხრეს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება და ახალი შენობის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება