ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა

{{ARTICLEIMAGE}}
რატომ დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ დღეს და არა გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც პოსტის დატოვებას მიუძღვნა. 

“მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს”, განაცხადა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეკა ბესელიამ.

ბესელიამ იმედი გამოთქვა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეარჩევს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას თავმჯდომარეობის ისეთ კანდიდატზე, რომელიც დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი და ფასეულობების დამცველი.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან დღეს გადადგა და როგორც თავად განმარტა, ამ გადაწყვეტილებით გუშინ შეაჩერეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი, გაუმართლებელი და საზიანო პროცესი.

ზარდიაშვილს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, არც ბესელიას დაუკონკრეტებია, რატომ არ სურდა, ზარდიაშვილისთვის ჩაებარებინა კომიტეტის თავმჯდომარეობა.

ამავე თემაზე: ბესელია:რატომ იგეგმებოდა ჩემი გადადგომა ადრე, აქამდეც მივალ და მერე უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ

ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი

“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)

პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა