ბესელია: ვიცე-სპიკერის პოსტის შეთავაზებით უნდოდათ ჩემი ჩამოშორება

{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს, რომ ზაფხულში “უფრო მაღალი თანამდებობა – ვიცე-სპიკერობა შესთავაზეს”.

ბესელიას თქმით, მან ეს შეთავაზება სასამართლო რეფორმის თაობაზე არსებული განსხვავებული პოზიციის გამო მიიღო, რომ ის ჩამოეშორებინათ იურიდიული კომიტეტისთვის:

“მე მქონდა რამდენიმე საკითხზე პრინციპული პოზიცია, რომელიც განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რომელიც ჰქონდა ამ რეფორმის მონაწილე გარკვეულ ჯგუფს. რეფორმის ფარგლებში მუშაობს ხელისუფლების სამივე შტო. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც მე მქონდა კრიტიკული პოზიცია და მათ შორის იყო ორი საკითხი, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. გარკვეული ჯგუფისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ იყო სანდო და მგონია, რომ ამ შემოთავაზებით, ასე ჩავთვალე მაშინ, მოფიქრებული იყო სქემა, რომ იურიდიული კომიტეტი გათავისუფლებულიყო იმ თავმჯდომარისგან, რომელიც ხელს შეუშლიდა გარკვეული ჯფუფის ინტერესების გატარებას. ამიტომ იყო მოფიქრებული ეს ვერსია. დიახ იურიდიული კომიტეტი არ უნდა გახდეს ფილიალი იმ ჯგუფისა, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები არ მგონია, რომ იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესები”, აცხადებს ეკა ბესელია.