ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი საფრთხე კახა კალაძეა – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს.  როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, თბილისის მერის, კახა კალაძის გავლენის ქვეშ საკანონმდებლო ორგანოს 22 მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას “2020NEWS” ავრცელებს 

“კახა კალაძის გავლენის ქვეშ 22 მაჟორიტარია. ამ მაჟორიტარების შენარჩუნებით კალაძე პარტიაში გავლენების შენარჩუნებას ცდილობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, მისი გავლენა პარტიაში ძალიან სუსტდებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში მისი გავლენის ქვეშ მყოფი მხოლოდ 5-6 მაჟორიტარი დეპუტატი შესაძლოა, მოხვედრილიყო“,- განაცხადა დავიჭ ჭიჭინაძემ.

“თბილისის მერიის ხელშია დიდი რესურსი, რომელსაც კახა კალაძე სათავისოდ იყენებს, მაგალითად, საუბარი მაქვს ბინათმშენებლობებზე, სოციალური დახმარებებზე და სხვა პროგრამებზე“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძემ.

ამასთან, მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერს კარგი ფინანსურ-ადმინსიტრაციული რესურსი გააჩნია, “ქართული ოცნების“ ლიდერისთვის, კახა კალაძე ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

“კახა კალაძეს გააჩნია საკმაოდ სერიოზული ფინანსურ-ადმინისტრაციული რესურსი, ამიტომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ კალაძე წარმოადგენს“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.