ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 345 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა 3526-ით გაიზარდა

ბოლო დღე-ღამეში იტალიაში COVID 19-ით 345 ადამიანი დაიღუპა, დაფიქსირდა 3526 ინფიცირების ახალი შემთხვევა.

ინიფიცირებულთა საერთო რაოდენობა იტალიაში 31 506-ია, გარდაცვლილი კი ჯამში 2503 ადამიანია.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოქალაქეებს გადაუდებელი შემთხვევების გარდა სახლიდან გამოსვლა აკრძალული აქვთ.