ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ

ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას  დილიდან ეძებენ. მოსწავლეები დილით, სახლიდან გავიდნენ, თუმცა დღეს სკოლაში არ მისულან. მოზარდების დაკარგვის შესახებ „ბორჯომიTV“ ავრცელებს.

ფიროსმანის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში მათი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს. ადგილზე არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები,  მშობლები და სკოლის დირექტორი.