ბრაზილიელ მაღალჩინოსანს, რომელმაც ტრამპთან ფოტო გადაიღო, კორონავირუსი დაუდგინეს

დღეს ბრაზილიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ბოლსონაროს მდივანს, ფაბიო ვაინგარტენს, კორონავირუსით დაავადება დაუდგინეს და ის ამჟამად კარანტინში იმყოფება. ის ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან ერთად აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა და დონალდ ტრამპთან ფოტო გადაიღო.

ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსი არ აშინებს.

„მოდით, ასე ვიტყვი: მე ეს არ მაშინებს“, განუხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში ირლანიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარაკართან შეხვედრისას.

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბოლსონაროც მეთვალყურეობის ქვეშაა.

ტრამპთან ბოლსონაროსა და ვაინგარტენის შეხვედრას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც ესწრებოდა