ბრედ პიტის და შარლიზ ტერონის რომანი ჭორს აღარ გავს

 

 


დასავლური მედია “ააფეთქა“ სენსაციურმა ინფორმაციამ, რომელიც მაშინვე გახდა ცხარე განხილვის საგანი. მთელი რიგი გავლენიანი გამოცემები, მათ შორის daily Mail და Huffington Post ამტკიცებენ, რომ ჰოლივუდურ კულუარებში აქტიურად განიხილავენ ჰოლივუდის ორი ყველაზე სასურველი მარტოხელას – შარლიზ ტერონის და ბრედ პიტის რომანს.

ინსაიდერების თქმით მათი ახლო ურთიერთობები შობის პერიოდში დაიწყო და უკვე ერთი თვეა საიდუმლოდ ხვდებიან ერთმანეთს. ბედის ირონიით ისინი ერთმანეთს შარლიზ ტერონის ყოფილმა სატრფომ, შონ პენმა გააცნო.


ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც ამ ჭორებს ამყარებს. მაგალითად, 12 იანვარს ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი ერთად ესწრებოდნენ ლოს ანჟელესში ფილმ “რომას“ დახურულ ჩვენებას. იცინოდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ფლირტაობდნენ და აშკარად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.




ორი ვარსკვლავის ახლო ურთიერთობებზე მსახიობმა ბლანკა ბლანკომაც მიანიშნა, რომელმაც ინსტაგრამ ექაუნთზე დადო ფოტო პრემიერიდან, სტატუსში კი ორივე მსახიობს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ “მათ დახურულ ზეიმზე“ მიიწვიეს.



თუ კულუარული ჭორები გამართლდება, შარლიზი ბრედ პიტის პირველი “სერიოზული შეყვარებული“ იქნება მას შემდეგ, რაც ის ორი წლის წინ ანჯელინა ჯოლის დაშორდა.