ჩინური რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა
ჩინური რაკეტის ნამსხვრევები, რომლებიც დედამიწისკენ ეშვებოდა, ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ძირითადი ნაწილი ატმოსფეროში შესვლის დროს განადგურდა, თუმცა ნაწილი აღმოსავლეთით 72,47°-ზე და ჩრდილოეთით 2,65°-ზე დაეშვა. წერტილი...
მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა.
თუმცა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის...
აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია – ბლინკენი
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, პირობა დადო, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას.
„მე აქ ვარ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, - პრეზიდენტ ჯო...
იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა
მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს.
ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის მალის ხელისუფლებამ სამშობიაროდ გაგზავნა.
“ძალიან, ძალიან...
კოლუმბიაში საპროტესტო ტალღა გრძელდება: 20-მდე დაღუპული და 90-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები ამ დრომდე გრძელდება, მოსახლეობა გადასახადების გაზრდას აპროტესტებს. უკვე 6 დღეა, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები არ წყდება. საპროტესტო აქციების ცენტრი დედაქალაქ ბოგოტაში...
პრინცესა შარლოტა 6 წლის გახდა. სამეფო კარი ახალ ფოტოს აქვეყნებს
ბრიტანეთის პრინცესა შარლოტას მეექვსე დაბადების დღის აღსანიშნავად ახალი ფოტო გამოქვეყნდა. შარლოტა პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის ქალიშვილია. მას ფოტო დედამ ამ შაბათ–კვირას ნოროფოლკში გადაუღო. ახალ ფოტოზე ჭრელ კაბაში გამოწყობილი,...
ისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტვის გამო მინიმუმ 44 ადამიანი დაიღუპა
ისრაელში მინიმუმ 44 ადამიანი დაიღუპა პარასკევს, ხალხმრავალ რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტვაში მოყოლის გამო. პრემიერმინისტრმა მომხდარს "მძიმე კატასტროფა" უწოდა. დაშავებულია 100–ზე მეტი ადამიანი.
შემთხვევა მერონის მთაზე, ლა ბა'ომერის ფესტივალზე მოხდა, სადაც ათი ათასობით...
გერმანული სპეცსამსახურები კოვიდ–სკეპტიკოსებით დაინტერესდნენ
გერმანიაში პანდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა მოძრაობა Querdenker–მა გერმანელი სამართალდამცავების ყურადღება მიიპყრო. მოძრაობის ზოგიერთ წევრზე ამჟამად გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის მეთვალყურეობა ხორციელდება.
სპეცსამსახურებს აშფოთებს მოძრაობა ულტრამემარჯვენე და სხვა სახის ექსტრემისტებით,...
ბაიდენ-პუტინის შეხვედრა შესაძლოა ივნისში შედგეს
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს, შესაძლოა, ივნისში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ავრცელებს.
პუტინის საგარეო საქმეთა პოლიტიკის მთავარმა მრჩეველმა იური უშაკოვმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის,...
ნიკოლ ფაშინიანი გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. ამის მიზეზი 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია.
"20 ივნისს დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნების გრაფიკის გათვალისწინებით, შემეძლო დღეს არ გადავმდგარიყავი. მაგრამ მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რომ გადადგომა მომხდარიყო დღეს, მოქალაქის...














