რუს პარაოლიმპიელებს პარაოლიმპიადაში მონაწილეობა აუკრძალეს
საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელორუს სპორტსმენებს პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა, რომელიც 4–დან 13 მარტს პეკინში იმართება.
მანამდე კომიტეტი აცხადებდა, რომ მათ შეჯიბრებებში მონაწილეობა ნეიტრალური დროშებით შეეძლოთ.
H&M–მა რუსეთში გაყიდვები შეწყვიტა
შვედრუმა კომპანია H&M–მა განაცხადა, რომ რუსეთში მუშაობას წყვეტს. კომპანია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საუბარი არ არის მაღაზიების სამუდამოდ დაკეტვაზე. ამ ეტაპზე შეწყდება გაყიდვები.
“მამად გთვლიდით, მამინაცვალზე უარესი აღმოჩნდით“–უკრაინის სასულიერო პირები რუსეთის პატრიარქს დაუპირისპირდნენ(ვიდეო)
უკრაინის ათობით მართლმადიდებელი სასულიერო პირი მოსკოვს განუდგა და განაცხადა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, კირილს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებენ.
“ჩვენ თქვენ მამად გთვლიდით, თქვენ კი მამინაცვალზე უარესი აღმოჩნდით“– ამბობენ...
გერმანიამ სანქცირებულ რუს მილიარდერს 600 მილიონიანი იახტა ჩამოართვა
ჟურნალ Forbes–ს ერთდროულად სამმა წყარომ დაუდასტურა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში მყოფი იახტის, Dilbar–ის კონფისკაცია მოახდინა, რომელიც რუს მილიარდერს, ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის.
156 მეტრის სიგრძის იახტის ღირებულება 600 მილიონი დოლარია და...
რომან აბრამოვიჩი ჩელსის ყიდის
რუსი მილიარდერი, რომან აბრამოვიჩმა აცხადებს, რომ აპირებს საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვას, რადგან ეს შედის "კლუბის, გულშემატკივრების, თანამშრომლების, ასევე კლუბის სპონსორებისა და პარტნიორების საუკეთესო ინტერესებში".
CNN-ის ცნობით, გაყიდვიდან მიღებულ წმინდა შემოსავალს...
მოსკოვში 11-წლამდე ბავშვები ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო დააკავეს
"არა ომს". - მოსკოვში მშვიდობიან აქციაზე, ომის გასაპროტესტებლად გამოსული მცირეწლოვანი ბავშვები მშობლებთან ერთად დააკავეს.
პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სოფია გლადკოვა 7 წლის, ლიზა გლადკოვა 11 წლის, გოშა პეტროვი 11 წლის, მატვეი პეტროვი...
Apple-მა რუსეთში მუშაობის შეზღუდვის შესახებ განაცხადა
გავრცელდა კომპანია Apple–ის განცხადება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კომპანია რუსეთში შეზღუდვებით იმუშავებს. კომპანია “ღრმად შეშფოთებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით და აკეთებს ყველაფერი გააკეთოს საბრძოლო მოქმედებების ზონაში საკუთარი თანამშრომლების მხარდასაჭერად.“
Apple–მა განაცხადა,...
რუსეთი უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახებს 50$-ს გადაუხდის
უკრაინის რადას ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინასთან ომში დაღუპილი რუსი ჯარისკაცის ოჯახებს 11 ათას რუბლს გადაუხდის, რაც, ამჟამინდელი კურსით დაახლოებით $50-ია.
"მიმდინარე კურსით, პუტლერმა თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50 დოლარად შეაფასა....
უკრაინას მხარდაჭერას პოლ მაკარტნიც უცხადებს
სერ პოლ მაკარტნიმ უკრაინის მხარდასაჭერად ტვიტერზე დაწერა: “ვიხსენებ 2008 წელს, როცა უკრაინაში დამოუკიდებლობის მოედანზე ვუკრავდი ჩვენი მეგობრებისთვის და ვფიქრობ მათზე ამ რთულ დროს. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას“.
მუსიკოსი იმ...
Fifa და Uefa რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს თავიანთ ტურნირებში მონაწილეობას უკრძალავენ
ფეხბურთის მსოფლიო მმართველი ორგანო FIFA და ევროპის მმართველი ორგანო UEFA, რუსეთის მიმართ სანქციებს ამკაცრებენ და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებსა და მატჩებში მონაწილეობას უკრძალავენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის...















